წალენჯიხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
წალენჯიხა
Tsalenjikha (Photo by Lika Abralava, 2010).jpg
წალენჯიხის შესასვლელი
დროშა გერბი
Flag of Tsalenjikha Municipality.svg COA of Tsalenjikha.svg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
კოორდინატები 42°36′00″ ჩ. გ. 42°05′00″ ა. გ. / 42.60000° ჩ. გ. 42.08333° ა. გ. / 42.60000; 42.08333
ამჟამინდელი სტატუსი 1964
ცენტრის სიმაღლე 222±1 მეტრი
მოსახლეობა 3847[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 416[2]
საფოსტო ინდექსი 5200[3]
ოფიციალური საიტი tsalenjikha.ge
წალენჯიხა — საქართველო
წალენჯიხა
წალენჯიხა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
წალენჯიხა

წალენჯიხა, ქალაქი საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 222 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. ქალაქში არის ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას უდავოდ მიაჩნია, რომ „წენი“ ანუ „წანი“ იყო ერთ-ერთი ტომთაგანი ჭანური-მეგრული განშტოებისა და არა საკუთრივ ზანები, დღევანდელი მეგრელები, სწორედ ამ „წანი“ ტომისაგან მიიღო თავისი სახელწოდება ამ ადგილმა და იმ ციხემ (ჯიხამ), რომელიც მათ ეკუთვნოდათ (წენ-დიხა) და იმ მდინარემაც, რომელიც ციხეს ჩაუდიოდა (წენ-წყალი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წალენჯიხა, მეგრული „წენდიხა“, ჭანისწყალი მეგრული „წენწყარი“ მდინარისა და გეოგრაფიული პუნქტის ამგვარი სახელწოდებანი დადასტურებულია როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროების მიერ. წალენჯიხა და მისი მიდამოები დასავლურ ქართველ ტომთა თავდაპირველი სამოსახლო ადგილი ყოფილა. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანი ქვისა და ბრინჯაოს იარაღებს ხმარობდა. წალენჯიხის ტერიტორიაზე დასავლურ ქართული ტომები სწორედ რომ ამ ხანიდან ცხოვრობდნენ. ამაზე მიუთითებს თვით ამ პუნქტისა და მდინარის სახელწოდებანი „ჭელენჯიხა“, „წენდიხა“ წალენჯიხა. მე-10 მე-11 საუკუნეებში წალენჯიხა მნიშვნელოვანი დასახლებული პუქტი ყოფილა, ამას ადასტურებს იმ დროისთვის ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი ეკლესია როგორიცაა მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი. ამ დროიდან მოყოლებული წალენჯიხის მნიშვნელობა თანდათან იზრდებოდა ისე რომ მე-13 მე-14 საუკუნეებისათვის ის დადიანების ერთადერთ რეზიდენციად იქცა. აქ ჰქონდათ სასახლე, საჭურჭლე (საგანძური) და როგორც ჩანს საგვარეულოს სამარხიც. ქალაქის მნიშვნელობის ამგვარმა ზრდამ გამოიწვია მე-14 საუკუნეშივე ოდიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეპისკოპოსოს გადატანა წალენჯიხაში. საეპისკოპოს ცენტრის წალენჯიხაში გადატანამ გამოიწვია ის დიდი მშენებლობანი და აგრეთვე წალენჯიხის ეკლესიის მოხატვა მე-14 საუკუნეში, ვამეყ დადიანის დროს (1384—1396 წ. წ.). დადიანების რეზიდენციათა შორის წალენჯიხა დიდხანს იყო ერთ-ერთი უპირველესი.

საბჭოთა პერიოდში წალენჯიხა იქცა ჩაის გადამუშავების ერთ-ერთ ცენტრად, რამაც ხელი შეუწყო დასახლების ურბანიზაციას. მოქმედებდა ჩაის ექვსი ფაბრიკა. 1964 წელს წალენჯიხამ მიიღო ქალაქის სტატუსი. დღეს მოქმედებს მხოლოდ ერთი ფაბრიკა, სადაც 300-მდე ადამიანი მუშაობს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3 847 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 9 317 -- --
2002[4] Decrease2.svg 8 956 -- --
2014[1] Decrease2.svg 3 847 1 780 2 067

სურათები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.