შინაარსზე გადასვლა

ქვემო ქართლის მხარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ადმინისტრაციულ რეგიონს ეხება. ისტორიული მხარის შესახებ იხილეთ ქვემო ქართლი.
ადმინისტრაციული ერთეული
ქვემო ქართლის მხარე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი რუსთავი
შიდა დაყოფა რუსთავი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტი და წალკის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°31′00″ ჩ. გ. 44°31′00″ ა. გ. / 41.51667° ჩ. გ. 44.51667° ა. გ. / 41.51667; 44.51667
სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი[1]
დაარსდა 1995
ფართობი 6527.6 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 423 986 (2014)[2] კაცი
სიმჭიდროვე 64,9 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 51,3 %
აზერბაიჯანელები 41,8 %
სომხები 5,1 %
რუსები 0,6 %
ბერძნები 0,5 %
ოსები 0,2 %[3]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 51,35 %
მუსლიმები 42,98 %
გრიგორიანები 3,28 %[4]
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი https://kvemokartli.gov.ge

ქვემო ქართლის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KK. ქვემო ქართლის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარეკახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსრის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემო ქართლის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

რუკა მუნიციპალიტეტები
ქალაქი რუსთავი
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
დმანისის მუნიციპალიტეტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მარნეულის მუნიციპალიტეტი
წალკის მუნიციპალიტეტი

ქვემო ქართლი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მხარეა. მას თბილისის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ.

მხარის ფართობი შეადგენს 6528 კვ.კმ-ს, რაც საქართველოს საერთო ფართობის 10 %-ია. საქართველოს მხარეებს შორის ქვემო ქართლს ფართობით მე-4 ადგილი უკავია, ხოლო მოსახლეობით მე-3. მოსახლეობა — 424 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე — 65 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რუსთავი. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

ქვემო ქართლის მოსახლეობა 423 986 ადამიანია, რაც საქართველოს მოსახლეობის 11,42 %-ია. მოსახლეობის 51,25 % ეთნიკურად ქართველია, 41,75 % აზერბაიჯანელი, 5,07 % - სომეხი, ხოლო 1,93 % - აფხაზი, ოსი, რუსი, ბერძენი, უკრაინელი და ქურთი. ამასთან, რუსთავში, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტებში ჭარბობენ ეთნიკურად ქართველები, ხოლო მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში - აზერბაიჯანელები.

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[5]2002 წ. აღწ.2014 წ. აღწ.2016'2017'2018'
ქვემო ქართლი497 530423 986428 000429 700432 300
ქ. რუსთავი116 384125 103126 100126 800127 800
ბოლნისის74 30153 59054 70054 90055 300
გარდაბნის114 34881 87681 60081 30081 300
დმანისის28 03419 14119 80020 00020 200
თეთრიწყაროს25 35421 12721 60021 70021 900
მარნეულის118 221104 300105 200105 800106 500
წალკის20 88818 84919 10019 20019 300

მხარეში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელია სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე 1994 წლის ოქტომბრიდან დღემდე მუშაობდნენ:

მხარეს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კარგი სატრანსპორტო კავშირები აქვს. აქ გადის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. მთავარი სამრეწველო ქალაქებია რუსთავი და მარნეული. მხარე საქართველოს საერთო საწარმოო მოცულობის 15-20 %–ს იძლევა.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 7 ახალი გუბერნატორიდან ყველა კაცია
  2. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  3. georgia-ethnic-2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-04. ციტირების თარიღი: 2022-08-01
  4. georgia-religion2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-10. ციტირების თარიღი: 2022-08-02
  5. Georgia division. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-30. ციტირების თარიღი: 2019-02-01