შინაარსზე გადასვლა

პატარა ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარა ხატიეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ საბუის სიახლოვეს, ტყით დაფარულ ბორცვზე. განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (3,5 X 2,7 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და რიყის ქვით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: სახურავზე აყრილია საფარი, ჩამოშლილია კედლების საპირე წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი. შენობა მიწაშია ჩამჯდარი. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე, შირიმის ქვებით გამოყვანილი და ნალისებრი თაღით გადახურული სარკმელია გაჭრილი. მსგავსი ერთი სარკმელია დასავლეთ კედელში. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარს, თითო მცირე ზომის ნიშია. აფსიდი გადახურულია ოდნავ დადაბლებული პროპორციების კონქით, დარბაზი - ცილინდრული კამარით. გარედან აღმოსავლეთის სარკმელი ნახევარწრიული ფორმის რელიეფური თავსართით არის დასრულებული, რომელსაც ბოლოებში ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს.