მარტვილი
ქალაქი | |
---|---|
მარტვილი | |
ქალაქის ცენტრი გიორგი ათათიას ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°24′50″ ჩ. გ. 42°22′40″ ა. გ. / 42.41389° ჩ. გ. 42.37778° ა. გ. |
ადრეული სახელები | ჭყონდიდი, გეგეჭკორი |
ამჟამინდელი სტატუსი | 1964 |
ცენტრის სიმაღლე | 170 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 4425[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 418[2] |
საფოსტო ინდექსი | 3100[3] |
ოფიციალური საიტი | martvili.gov.ge |
მარტვილი (ყოფილი გეგეჭკორი; ჭყონდიდი) — ქალაქი საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ნოღელასა და აბაშას შორის, ზღვის დონიდან 170 მ., აბაშიდან 33 კმ. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარტვილში არის ჭყონდიდის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ძველი სახელწოდბაა ჭყონდიდი. ფეოდალურ ხანაში მარტვილის მონასტერის მიხედვით სოფელსაც მარტვილი ეწოდა. 1930 წლიდან გახდა რაიონული ცენტრი. 1936 წლის 19 მარტს ალექსი გეგეჭკორის პატივსაცემად ეწოდა გეგეჭკორი.[4] 1956 წელს მიენიჭა დაბის, ხოლო 1964 წელს ქალაქის სტატუსი. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ჩაის, საკონსერვო, ყველ-კარაქის, ღვინის, ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხნები, მეფრინველეობის ფერმა. 1985 წელს გაიხსნა საბაგირო გზა ქალაქის ცენტრიდან მარტვილის მონასტრამდე. 1991 წელს კვლავ დაუბრუნდა სახელწოდება მარტვილი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1939 [5] | 1660 | ||
1959 [5] | 5062 | ||
1970 [5] | 2984 | ||
1979 [5] | 3156 | ||
1989[5] | 6036 | -- | -- |
2002[6] | 5609 | -- | -- |
2014[1] | 4425 | 2057 | 2368 |
2020[5] | 4203 |
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარტვილში დაიბადნენ:
- გიორგი ჭყონდიდელი — ღირსი გიორგი ჭყონდიდელი (1118). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი.
- სერგი ჭილაია — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი.
მარტვილში მოღვაწეობდნენ:
- იოანე მინჩხი — X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი.[7]
- სტეფანე სანანოიძე — X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი.[7]
- ალექსი შუშანია — მღვდელმონაზონი ალექსი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი.
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]№ | ქალაქი | ქვეყანა |
---|---|---|
1 | არდაშენი | თურქეთი[8] |
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 30.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს ფოსტა — 1805.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
- ↑ 7.0 7.1 მე მიყვარს მარტვილი.
- ↑ დაარქივებული ასლი. Batumi City Hall. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-29. ციტირების თარიღი: 2014-09-14.
|
|