ქვემო ხალაწანი
| სოფელი | |
|---|---|
|
ქვემო ხალაწანი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | კახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ხალაწანი |
| კოორდინატები | 42°08′48″ ჩ. გ. 45°18′24″ ა. გ. / 42.14667° ჩ. გ. 45.30667° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 680 მ |
| მოსახლეობა | 134[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ქისტები 81,3 % ქართველები 6,7 % ჩეჩნები 6,0 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ქვემო ხალაწანი — სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ხალაწანის ადმინისტრაციულ ერთეულში (კახეთის მხარე).
მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 680 მ-ზე, ახმეტიდან 15 კმ-ში. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემო ხალაწნის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. სოფლის მიდამოებში, ადგილ „სალოცავ გორასთან“ შემთხვევით ნაპოვნია ძვ. წ. XVI-XI საუკუნეების ორმოსამარხები, რომლებშიც აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები (სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები). სოფლის დაბლა, ალაზნის პირთან, მთების ძირში, ფეოდალური ხანის ნასოფლარია. ქვემო ხალაწნის მიდამოებში შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების რამდენიმე დარბაზული ეკლესიის ნანგრევები (იხ. ქვემო ხალაწნის ეკლესიები, ნაეკლესიარი „ღვთისმშობელი“).
ახლანდელი სოფელი ქვემო ხალაწანი XX საუკუნის I ათწლეულში დააარსეს აქ ჩამოსახლებულმა წონელმა და კუდაროელმა ოსებმა. ათლწეულების მანძილზე სოფლის მოსახლეობა მონოეთნიკური (ოსური) იყო. 1990-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის და პანკისის ხეობაში პოლიტიკური დაძაბულობის (2001 წელს ქვემო ხალაწანში იყო ჩეჩენი მებრძოლების ერთ-ერთი ბაზა) შედეგად სოფლის დემოგრაფიული მდგომარეობა ძირეულად შეიცვალა. ადგილობრივი ოსების უმეტესობამ სოფელი დატოვა.[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 142 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1989 | 204 | 108 | 96 |
| 2002[4] | 122 | 66 | 56 |
| 2014[1] | 61 | 73 | |
| 2024[5] | 70 | 72 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 517.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს მთავრობის დადგენილება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ[მკვდარი ბმული], №671, 2015 წლის 30 დეკემბერი.
- ↑ მამისიმედიშვილი ხ., პანკისი: წარსული და თანამედროვეობა. თბ., 2008. — გვ. 196-197, 204, 284-285, 290-292.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2024). ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2026.
| ||||||||||