სასაათო სარტყელი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|სასაათო სარტყელი}} |
დედამიწის ზედაპირი პირობითად დაყოფილია 24 სასაათო სარტყლად იმისათვის, რომ დედამიწის განედის ყოველი გრადუსისათვის (და ყოველი მინუტისათვის) არ შემოეღოთ ადგილობრივი დრო. ერთი სარტყელიდან მეორეში გადასვლისას იცვლება დროითი ერთეულები წუთები და წამები, მაგრამ უცვლელი რჩება საათები.
არსებობს ცალკეული რაიონები, სადაც ადგილობრივი დრო განსხვავდება მსოფლიო დროსაგან არა მხოლოდ საათების მთელი რიცხვით (1 საათი, 2 საათი და ა.შ.), არამედ წუთებითაც - 30 წუთი, 40 წუთი, 45 წუთი. თეორიულად ყველა სასაათო ზონა შემოსაზღვრული უნდა იყოს წრფეებით, რომლებიც გადის ზონის ცენტრალური მერიდიანიდან მარჯვნივ და მარცხნივ 7,5 გრადუსზე. მაგრამ, პრაქტიკაში ისინი კორექტირებულია ადმინისტრაციული თუ ბუნებრივი საზღვრების მიხედვით.
ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე მერიდიანები ერთ წერტილში იყრის თავს, ამიტომ აქ სასაათო ზონის ცნება აზრს კარგავს. ტრადიციის თანახმად, პოლუსების დრო შეთანადებულია მსოფლიო დროსთან.