ლომისის სალოცავი
იერსახე
ლომისის სალოცავი — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კუწახტაში. დგას შუა სოფელში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია უაფსიდოა, გეგმით თითქმის კვადრატული (4 X 3,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. წყობაში აქა-იქ შირიმიც არის გამოყენებული. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია, სარკმლის ქვემოთ, კედელთან, ტრაპეზი დგას. შიგნით ეკლესია გადახურულია ერთიანი შეისრული კამარით. ეკლესიას ქვიშაქვის ლავგარდანი ჰქონია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჭინჭარაძე დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 102.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომისის სალოცავი დაარქივებული 2013-09-16 საიტზე Wayback Machine. dzeglebi.com-ზე