ქარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ქარელი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°01′ ჩ. გ. 43°54′ ა. გ. / 42.017° ჩ. გ. 43.900° ა. გ. / 42.017; 43.900
ქალაქი 1981  წლიდან
მოსახლეობა 6 654[1] კაცი (2014)
სატელეფონო კოდი +995 369[2]
საფოსტო ინდექსი 4500[3]
ქარელი (საქართველო)
Red pog.svg
ქარელი (შიდა ქართლი)
Red pog.png

ქარელიქალაქი საქართველოში, ქარელის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 620 მ, მანძილი თბილისიდან 94 კმ. ქარელი რაიონული ცენტრი გახდა 1939 წ., დაბად გადაკეთდა 1962 წ., ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. ქარელში არის რკინიგზის სადგური, სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 6 654 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 8 272 - -
2002[4] Decrease2.svg 7 185 - -
2014[1] Decrease2.svg 6 654 3 203 3 451

ქარელის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქარელი, ისევე როგორც მდ. მტკვრის გაღმა მხარის დასახლებული პუნქტების დიდი ნაწილი შედიოდა საციციანოში. იგი პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. ციციშვილების გაყრის განჩინების მიხედვით, რომელიც პირობითად 1664-1673 წ.წ. არის დათარიღებული, ციცისა და ქაიხოსროს რგებიათ ქარელში მცხოვრები გონგლიაშვილი პაატა თავისი მამულით. ქარელი თავდაპირველად პატარა სოფელი იყო და მას შემდეგ გაიზარდა და დაწინაურდა, რაც ლეკთა განუწყვეტელი თარეშის გამო ციციშვილებმა მძოვრეთი მიატოვეს (XVIIIს. II ნახ.) და აქ გადმოსახლდნენ. ამას ადასტურებს 1715 წ. და 1804 წ. მოსახლეობის აღწერის მასალების შედარება. 1715 წ. ქარელში სულ 20 კომლი ცხოვრობდა, ხოლო 1804 წლისათვის მოსახლეობას 215 კომლისთვის მიუღწევია — მათ შორის 169 კომლი ქართველი, 12 ოსი და 34 სომეხი.

1778 წ. ბატონიშვილ გიორგის (შემდეგში გიორგი XII-ს) უმოგზაურია თრიალეთში და ამ მოგზაურობის დროს გაუვლია საციციანოში, მათ შორის ქარელში. პლატონ იოსელიანი გვაუწყებს, რომ მეფის ძემ „თაფარავნით გადმოვლო მთა საციციანო და მოვიდა ქარელსა, აქედამ მიიწვია მროველმან ეპისკოპოსმან რუისისა, განვლო მტკვარი ტივით, დაჰყო მასთან სამი დღე“.

მოგვიანებით ქარელის ინტენსიურ ზრდას ხელი შეუწყო აქ რკინიგზის გაყვანამ და რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრად გადაქცევამ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქარელი ისტორიის ანალებში“. ო. კილასონია
  • „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“. პ. იოსელიანი. 1978 წ. გვ. 83