შინაარსზე გადასვლა

კოპალეს ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოპალეს ხატისალოცავი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ დოჭუს თავზე, სამხრეთით.

ხატი ფიქლით, მშრალად ნაშენი, ოთხკუთხა პრიზმის ფორმის ყრუკედლებიანი ნაგებობაა. გადახურულია ფიქლის მოზრდილი ფილებით - ბრტყლად. შესასვლელი (ამოშენებულია) სამხრეთიდან ჰქონია. ნაგებობაში დროშებს ინახავდნენ, რომლებსაც შენობაში ათავსებდნენ ან ამოჰქონდათ სახურავის მოხსნის საშუალებით. გარედან, ნაგებობის დასავლეთ კედელში ორი, ხოლო ჩრდილოეთ კედელში ერთი ჯოხია ჩამაგრებული, რომლებზეც, როგორც ჩანს შესაწირავად მოყვანილ საკლავს აბამდნენ.