ახშნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ახშნის ეკლესიის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ახშნის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანის ჩრდილოეთით 2 კმ-ზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,5X5,4 მ) ნაგებია რიყის წვრილი ქვითა და კირის დუღაბით. დაზიანებულია. სახურავზე აყრილია კრამიტი და ზედ მცენარეულობაა ამოსული. ჩამოშლილია ლავგარდანი, ერთადერთი თაღოვანი შესავალი სამხრეთიდანაა. ეკლესიის დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. აფსიდის ღერძზე მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელია დანარჩენ კედლებშიც. ჩრდილოეთის სარკმლის გვერდით პატარა კვადრატული ნიშია. შიგნით ეკლესია ცილინდრული კამარითაა გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2. თბ., 2004.