ჭართანულების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჭართანულების ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში. დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6,7 X 4,5 მ), ნაგებია სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი რიყის ქვითა და კირის დუღაბით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის მთლიანადაა დანგრეული დასავლეთ კედელი და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნახევარი. შენობა მთლიანად ხეებით და ბუჩქებით არის დაფარული.

აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, რომლის სამხრეთით გეგმით ოვალური და ბრტყლად გადახურული ვიწრო ნიშია. დარბაზის ჩრდილოეთ კედელში ერთი მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. გარედან ეკლესიის შემორჩენილი კედლები მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]