წაღვერი
| დაბა | |
|---|---|
|
წაღვერი | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| თემი | წაღვერი |
| კოორდინატები | 41°47′54″ ჩ. გ. 43°28′57″ ა. გ. / 41.79833° ჩ. გ. 43.48250° ა. გ. |
| ამჟამინდელი სტატუსი | 1926 |
| ცენტრის სიმაღლე | 1030 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 799[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 89,7 % სომხები 8,0 % ოსები 1,1 % რუსები 0,75 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 367[2] |
| საფოსტო ინდექსი | 1200[3] |
წაღვერი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: დაბა, ტიმოთესუბანი, მზეთამზე). დაბის სტატუსი მიიღო 1926 წელს. მოსახლეობა 799 ადამიანი (2014)[1].
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წაღვერი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ-ის სიმაღლეზე, ბორჯომიდან 14 კმ-ზე მის სამხრეთ-აღმოსავლეთით. წაღვერზე გადის ბორჯომი-ახალქალაქის საავტომობილო გზა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 1989 | 1167[4] |
| 2002 | 1051[4] |
| 2014 | 799 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვახუშტისთან ფიგურირებს „წაღველი“. ფიქრობენ, რომ ეს ისეთივე ტოპონიმია, როგორც წაღვლი (მდებარეობს შიდა ქართლში). მათი პირველსახე წიაღველი უნდა იყოს, რაც ნიშნავს იქითა ანუ გაღმა მდებარე ველს. XIX ს-ის 30-იან წლებში მეფის მთავრობამ პოლტავის გუბერნიიდან გადმოსახლებულთა ნაწილი აქ ჩამოასახლა. წაღვერში ნაპოვნია გვიან ბრინჯაოს ხანის სახელოსნოს ნაშთები.
კურორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წაღვერი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მოიპოვება მინერალური წყლები.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წაღვერის საერთო ხედი
- წაღვერი 1917 წელს
- წაღვერის რკინიგზის სადგური
- წაღვერის მინერალური წყარო
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 301.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- 1 2 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
| |||||||||||||
| ||||||||

