ქორუბნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ქორუბნის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშნის სამხრეთით 3 კილომეტრზე. ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (8 X 5,1 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის დუღაბით. კედლები შიგნით შელესილი ყოფილა. ძეგლი თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდი კონქით და დასავლეთ კედელი. შესასვლელი დასავლეთიდან ქონია (შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილი). აბსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]