შორაპანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაბა
შორაპანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°05′23″ ჩ. გ. 43°05′00″ ა. გ. / 42.08972° ჩ. გ. 43.08333° ა. გ. / 42.08972; 43.08333
პირველი ხსენება ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეული
ადრეული სახელები სარაპანი
ზღვის დონიდან 170
მოსახლეობა 1258[1] კაცი (2014)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები
სარწმუნოებრივი
შემადგენლობა
მართლმადიდებლები
სატელეფონო კოდი +995 492[2]
საფოსტო ინდექსი 2000[3]
შორაპანი (საქართველო)
Red pog.svg
შორაპანი (იმერეთის მხარე)
Red pog.png

შორაპანიდაბა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. დაბაში ფუნქციონირებდა ქარხანა „ელექტროელემენტი“. დაბაში მოქმედებს საჯარო სკოლა.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს იმერეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ყვირილისა და ძირულას ხეობაში (ზღვის დონიდან 170 მ, ზესტაფონიდან 5 კმ), საქართველოს საავტომობილო მაგისტრალ ს1-სა და ხაშური-სამტრედიის სარკინიგზო ხაზზე. დაბაში არის საჯარო სკოლა. დაბაში არის საექიმო ამბულატორია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1 258 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 1 771 -- --
2002[4] Decrease2.svg 1 597 -- --
2014[1] Decrease2.svg 1 258 596 662

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკური ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : შორაპნის ციხე.

შორაპანი დასახლებულია ანტიკური ხანიდან. უძველესი წერილობითი ცნობა ეკუთვნის სტრაბონს (ძვ.წ. I — ახ.წ. I სს). ციხე-ქალაქი შორაპანი — სარაპანი ცნობილია კოლხეთის ისტორიაში, როგორც დიდი ნავსადგური, რომელიც მდებარეობდა მდინარე ყვირილაზე. იგი წარმოადგენდა სავაჭრო საქონელის საწყობს. აქვე იკრიბებოდნენ ვაჭრები, რომლებიც აღებ-მიცემობას აწარმოებდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. სტრაბონის მოწმობით, მდინარე ფაზისში დადიოდნენ გემები სარაპნის ციხემდე, რომელსაც თავისი სიდიდით შეეძლო მთელი ქალაქის მცხოვრებთა დატევა. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით VIII ს-ის დასასრულს იგი არგვეთის საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იყო მცირე ქალაქი განვითარებული ვაჭრობით. შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — შორაპნის ციხე. შორაპნის ციხესიმაგრე ლეონტი მროველის (XIს) ცნობით აგებულია ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში ქართლის მეფე ფარნავაზ I-ის მიერ.

ახალი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : შორაპნის მაზრა.
შორაპნის მაზრის რუკა

1846-1930 წლებში იყო შორაპნის მაზრის ცენტრი. შორაპნის მაზრა მოიცვდა დღევანდელი საჩხერის, ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს. 1938 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]