გუდაუთა
ქალაქი | |||
---|---|---|---|
გუდაუთა Гәдоуҭа | |||
![]() მაღაზია „გუნდა“ | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა | ||
მუნიციპალიტეტი | გუდაუთის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 43°06′00″ ჩ. გ. 40°37′00″ ა. გ. / 43.10000° ჩ. გ. 40.61667° ა. გ. | ||
პირველი ხსენება | XI საუკუნე | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1926 | ||
მოსახლეობა | 15 300 კაცი (1991) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | +995 444[1] | ||
საფოსტო ინდექსი | 6900[2] | ||
გუდაუთა (აფხ. Гəдоуҭа) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან, სოხუმიდან 37 კმ-ში. ქალაქად გამოცხადდა 1926 წლის 10 ნოემბერს. მოსახლეობა 15,3 ათასი (1991 წ.).
გუდაუთაში ბომბორის აეროდრომზე საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალების ბაზა, საიდანაც ცივი ომის პერიოდში სამხედრო ავიაციის 171-ე ან 529-ე დივიზიების სუ-27 ტიპის ავიამოიერიშეები დაფრინავდა.[3] ეს დივიზია ემორჩილებოდა ბაქოს საჰაერო თავდაცვის არმიას (მე-19 არმია). აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში გუდაუთა იყო აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგობის ცენტრი საქართველოს მთავრობის ძალებთან ბრძოლისას 1992-93 წლებში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბომბორას ავიაბაზა რუსეთის 50-ე სამხედრო ბაზად გადაკეთდა, შემდეგ კი მე-10 დამოუკიდებელ სამშვიდობო საჰაერო დივიზიის ბაზად. ეს ქვედანაყოფი პირდაპირ ემორჩილებოდა რუსეთის გენერალურ შტაბს.
1999 წლისთვის ავიაბაზის ეკიპირებაში შედიოდა 142 AIFV/APC (მათ შორის - 62 BMD-1 და 11 BMD-2); და 11 self- propelled საარტილერიო სისტემა 2S9 „Nona-S“.[4]
ეს ბაზა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა აფხაზეთის კონფლიქტში. ქართული მხარისა და მრავალი დასავლეთი დამოუკიდებელი დამკვირვებლის მტკიცებით, გუდაუთის ბაზა მთავარი სამხედრო მხარდაჭერა იყო აფხაზი სეპარატისტებისთვის 1992-93 წლებში. 1995 წლის სექტემბერში საქართველო იძულებული გახდა ლეგიტიმური სტატუსი მიენიჭებინა რუსეთისთვის ამ ბაზის ლიზინგზე.
1999 წელს სტამბოლში ჩატარებულ ეუთოს სამიტზე რუსეთი დათანხმდა გუდაუთის ბაზის დახურვასა და საკუთარი ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანას, რის შედეგადაც ეს ბაზა დსთ-ის ქვეყნების სამშვიდობოების გამოყენებაში დარჩებოდა. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დაბლოკა ეუთო-ს ინსპექტორთა ვიზიტი და მას შემდეგ ტექნიკის გაყვანის ახალი თარიღი არ დადგენილა. საქართველოს მთავრობის მტკიცებით ეს ბაზა კვლავაც რჩება აფხაზი სეპარატისტების მთავარი სამხედრო დასაყრდენი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულებები დაიდო. ეს ხელშეკრულება რუსეთს საშუალებას აძლევს მისი სამხედრო ბაზები განათავსოს გუდაუთაში, რაც ავიატექნიკასთან ერთად მოიცავს ტ-62 ტანკებს, მსუბუქ ჯავშნიან მანქანებს, ს-300 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და სხვა.[5]
გუდაუთის ბაზა დღემდე რჩება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ძირითად პრობლემად.
ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Гәдоу-ҭа: Гәдоу მდინარის თავი, ҭа მდებარეობის მიმანიშნებელი ბოლოსართი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ იხ. საბჭოთა სამხედრო ავიაბაზების სია ან ვ. ი. ფესკოვის და სხვ., 'საბჭოთა არმია ცივი ომის წლებში,' ტომსკი, 2004
- ↑ CIPDD, არმია და საზოგადოება საქართველოში დაარქივებული 2009-01-06 საიტზე Wayback Machine. , ოქტომბერი 1999
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-15. ციტირების თარიღი: 2010-07-02.
|
|
|