ბაბანეურის წმინდა მარინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბაბანეურის წმინდა მარინეს ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში. დგას სოფლის დასავლეთით 500 მეტრზე, ტყიან ბორცვზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (6.7 X 4.2 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. კედლები შიგნიდან და გარედან ბათქაშითაა გასწორებული. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლები ცოკოლზე დგას. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში ვიწრო თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს, იატაკიდან 1,8 მეტრის სიმაღლეზე, თითო სწორკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებში თითო ვიწრო თაღოვანი სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. ეკლესიას შემოვლებული ჰქონია ნატეხი ქვით ნაგები გალავანი, რომლის ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი - დასავლეთით ჩანს შესასვლელის წირთხლების მცირე ნაწილები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]