საქართველოს უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქართველოს უნივერსიტეტი
UG-Logo.png
დაფუძნდა 2004
ტიპი კერძო
რექტორი მანანა სანაძე
კანცლერი კოკა თოფურია
დეკანი 6
სტუდენტი 6000
საბაკალავრო სტუდენტები 2996
სამაგისტრო სტუდენტები 452
სადოქტორო სტუდენტები 39
კურსდამთავრებული 806
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მისამართი კოსტავას ქ. № 77ა, თბილისი, საქართველო
ტელეფონი კანცელარია - (99532) 2241144 ან 2522222 (შიდა104)
ცნობათა ბიურო – (99532) 241144 ან 2522222 (შიდა 101)
კამპუსი 3

საქართველოს უნივერსიტეტიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კერძო უნივერსიტეტს ქვეყნის მასშტაბით. დღეის მონაცემებით, უნივერსიტეტში 6000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში შემოთავაზებულია სამივე საგანმანათლებლო საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) აკრედიტირებული პროგრამები როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.

საქართველოს უნივერსიტეტი გამორჩეულია უმაღლესი ხარისხის, მომთხოვნი საგანმანათლებლო პროცესითა და ისეთი ტიპის თანამედროვე ინფრასტრუქტურით, რომელშიც ადამიანი ხარისხიან განათლებასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც ეუფლება. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მაღალკვალიფიციურ, კრეატიულ და ენთუზიაზმით აღსავსე პროფესიონალებისაგან შემდგარ გუნდს წარმოადგენს, რომელიც მზად არის აღზარდოს აუცილებელი ცოდნით, უნარებითა და ღირებულებებით აღჭურვილი ადამიანი.

საქართველოს უნივერსიტეტის მიზანი თითოეული სტუდენტის პიროვნული განვითარება და მისი, როგორც მაღალი დონის პროფესიონალის ჩამოყალიბებაა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს უნივერსიტეტი 2004 წელს „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის“ სახელით დაფუძნდა. უნივერსიტეტის დამფუძნებლები არიან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიული ალასანია და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა სანაძე.

2005-2007 წლებში უნივერსიტეტი საგრძნობლად განვითარდა და გაიზარდა. საბაკალავრო საფეხურის პროგრამებს დაემატა სამაგისტრო პროგრამები. 2007 წელს კი უნივერსიტეტმა უკვე მიიღო პირველი სადოქტორო პროგრამის სტუდენტები.

2010 წელს, პოსტ-საბჭოთა სივრცეში პირველად, ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტომ OPIC-მა (The Overseas Private Investment Corporation) , განახორციელა მრავალმილიონიანი ინვესტიცია საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.

უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუნივერსიტეტო სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავი
უნივერსიტეტის ენების ცენტრი
უნივერსიტეტის წიგნების მაღაზია
უნივერსიტეტის მოედნები
უნივერსიტეტის სპორტული დარბაზი

საქართველოს უნივერსიტეტში არის ექვსი სკოლა ანუ ფაკულტეტი:

  • ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
  • სამართლის სკოლა
  • სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
  • ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლა
  • ჯანმრთელობის მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა
  • ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა

ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა 2005 წელს დაარსდა. სკოლა სამი განყოფილებისაგან შედგება:

  • ფილოლოგიისა და ევროპული ენების დეპარტამენტი
  • ისტორიისა და აზიის კვლევების დეპარტამენტი
  • არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის და ხელოვნების დეპარტამენტი

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, სკოლა სტუდენტს სთავაზობს სასერთიფიკატო კურსებს სხვადასხვა ენაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებს.

სკოლას გააჩნია ყველა სახის თანამედროვე რესურსი მაღალი სტანდარტის განათლების დასანერგად, კერძოდ: საუკეთესო აკადემიური პერსონალი, აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები და ლაბორატორიები, საერთაშორისო კონტაქტები, სტუდენტებისთვის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება.

ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროგრამები
საბაკალავრო
  • ქართული ფილოლოგია
  • ინგლისური ფილოლოგია
  • აღმოსავლეთმცოდნეობა
  • ისტორია
  • ხელოვნებათმცოდნეობა
  • არქიტექტურა და დიზაინი
  • ფილოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა
სამაგისტრო
  • არქეოლოგია
  • კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია
  • ინგლისური ფილოლოგია
  • საქართველოს ისტორია
  • ქართული ფილოლოგია
  • განათლების ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
სადოქტორო
  • ინგლისური ფილოლოფია
  • კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია
  • ისტორია
სკოლის რესურსები

მიმართულების სტუდენტებს შეუძლიათ ქვეყნის შესახებ ცოდნისა და სპარსული ენის ფლობის ხარისხის სრულყოფა.

  • ენების სწავლების ლაბორატორია — აღჭურვილია ენის სწავლების თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით და ემსახურება როგორც ინგლისური, ისე აღმოსავლური ენების ფლობის კომპეტენციის ამაღლებას სპეციალურად შემუშავებული ენობრივი პროგრამების გამოყენებით და გათვლილია ერთდროულად 150 სტუდენტის მუშაობაზე.
  • არქეოლოგიური გამოფენა/მუზეუმი — საუნივერსიტეტო მუზეუმის ოფიციალური სტატუსის მქონე არქეოლოგიური გამოფენა და ფონდსაცავი, სადაც ხდება სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებული არქეოლოგიური არტეფაქტების დაცვა, მომზადება საექსპოზიციოდ და გამოფენა სამუზეუმო სივრცეში. ამავდროულად, მუზეუმი/გამოფენა გამოიყენება შესაბამისი სპეციალობის სტუდენტების პროფესიული უნარების გასავითარებლად (მასალის დამუშავება, შესაბამისი ტექსტების მომზადება, გამოფენის ორგანიზება) და ხელს უწყობს მათი პროფესიულ/პრაქტიკული ჩვევების გაძლიერებას.
  • სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია — უახლესი ევროპულ-ამერიკული არქეოლოგიური იარაღ-ხელსაწყოებით და საველე მუშაობისთვის აუცილებელი ყველა პირობის დაცვით უზრუნველყოფილი უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც აწარმოებს სამშვილდის ნაქალაქარის მეცნიერულ კვლევას შესაბამისი მიმართულების(არქეოლოგია,ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ტურიზმი) სტუდენტების მონაწილეობით და წარმოადგენს მათი პროფესიულ/პრაქტიკული უნარების სრულყოფის მნიშვნელოვან ბაზას.

სამართლის სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამართლის სკოლა 2005 წელს დაარსდა და სკოლაში მოქმედებს სამართალმცოდნეობის როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.

2016 წლიდან სკოლაში დაემატა ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ბიზნეს სამართალი, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სტუდენტებისათვის და გამორჩეულია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

სამართლის სკოლის პროგრამები
საბაკალავრო
  • სამართალმცოდნეობა
სამაგისტრო
  • სამართალი
  • საერთაშორისო ბიზნეს სამართალი (ინგლისურენოვანი)
სადოქტორო
  • სამართალმცოდნეობა

სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია საჯარო, კერძო და სისხლის სამართლის მიმართულების იურისტების მომზადება, რომლებსაც შეუძლიათ წარმატებით დასაქმდნენ საჯარო და კერძო სექტორში, ასევე სწავლა გააგრძელონ მაგისტრატურაში.

სამართლის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის იურისტის მომზადებას, რომელსაც შეძენილი ღრმა ცოდნით შეეძლება როგორც პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება, ასევე დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის ჩატარება.

კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ საჯარო და კერძო სექტორში, ასევე, სურვილის შემთხვევაში, განაგრძონ სწავლა დოქტორანტურაში. არჩევითი საგნების მრავალფეროვნება და პრაქტიკის სხვადასხვა მიმართულება იძლევა საშუალებას ზუსტად განსაზღვროთ თქვენი ინტერესის სფეროები. სამართლის სკოლის მაგისტრს აქვს შესაძლებლობა, ინტერესის შესაბამისად აირჩიოს, სისხლის, კერძო ან საჯარო სამართლის მიმართულების კურსები და გაიღრმავოს ცოდნა სამაგისტრო ნაშრომის დაცვამდე. სამართალმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა ამზადებს იურისტებს, რომლებიც სრულად ფლობენ სამეცნიერო-კვლევით მეთოდებს და აქვთ სამართლის დარგში სიახლის დანერგვის უნარი.

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ინგლისური ენა ინტენსიურად ისწავლება სამართლის ყველა აკადემიურ პროგრამაში. სწავლება მიმდინარეობს TOLES (ბრიტანული საერთაშორისო ცენტრი) პროგრამით, რომელიც მსოფლიოში ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო პროგრამაა და მას სრულად წარმართავენ ამერიკელი, ბრიტანელი და კანადელი პროფესორები.

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლას აქვს მის ბაზაზე არსებული უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი, ანუ სამართლის კლინიკა, რომელიც უფასო იურიდიულ კონსულტაციას უწევს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს და უზრუნველყოფს ადვოკატირებას სრულიად უსასყიდლოდ. პრაქტიკის გავლა სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის არის სავალდებულო. სწავლის პერიოდში სტუდენტი აქ ხვდება ნამდვილ კლიენტს და ტრენერ-ადვოკატთან ერთად უწევს სამართლებრივ კონსულტაციას, ახორციელებს სასამართლოში წარმომადგენლობას. პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტს საშუალება ეძლევა დასაქმდეს ამავე კლინიკაში.

პრაქტიკული კომპონენტის გარდა, სამართლის სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სამეცნიერო-კვლევით კომპონენტსაც. სკოლაში კვლევას განახორციელებს ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი, რომელიც სტუდენტებს მუდმივად სთავაზობს სამუშაო შეხვედრებს , საჯარო ლექციებს, სამეცნიერო კონფერენციებსა და შეჯიბრებებს იმიტირებულ პროცესებში. ინსტიტუტის მიზანია ხელი შეუწყოს სისხლისსამართლებრივი დოგმატიკისა და პრაქტიკის განვითარებას.

ინსტიტუტი ასევე მიზნად ისახავს ქართულ, გერმანულ და საერთაშორისო სისხლის სამართალს შორის არსებული ურთიერთმიმართების სიღრმისეული კვლევის განხორციელება და საერთაშორისო სტანდარტებთან ნაციონალური კანონმდებლობის დაახლოვების ხელშეწყობა.

სოციალურ მეცნიერებათა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა დაარსდა 2004 წელს. სკოლის სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა დაეუფლოს მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებს, საკითხებსა და სტრატეგიებს. სკოლის ძირითად მიზანს სოციალური მეცნიერებების გაგება, შეცნობა და გაანალიზება წარმოადგენს. ყველა შეთავაზებული კურსი საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული. სასწავლო პროცესში ფუნქციონირებს სკოლის ისეთი რესურსები , რაც სტუდენტს სწავლის პროცესში უვითარებს პრაქტიკულ უნარებს.

სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში ლექციებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პოლიტოლოგები, ჟურნალისტები, დიპლომატები, ფსიქოლოგები, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლები. პროგრამის კომპონენტის მრავალფეროვნება და მასში სოციოლოგიის, საერთაშორისო სამართლისა თუ ეკონომიკის ინტეგრირება სტუდენტის მრავალმხრივ განვითარებას უზრუნველყოფს.

სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროგრამები
საბაკალავრო
  • პოლიტიკის მეცნიერებები
  • ჟურნალისტიკა
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ფსიქოლოგია
სამაგისტრო
  • გამოყენებითი ფსიქოლოგია
  • რეკლამა და საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • საერთაშორისო ურთიერთობები
სადოქტორო
  • მასობრივი კომუნიკაცია
  • პოლიტიკის მეცნიერებები (ქართ/ინგლ)
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის რესურსები
  • UG TV სტუდია — თანამედროვე და უახლესი მულტიმედიური ტექნოლოგიებით აღჭურვილი სატელევიზიო სტუდია, სადაც სისტემატიურად მიმდინარეობს სტუდენტებისა და პროფესორების მიერ მომზადებული გადაცემების ჩაწერა და სტუდენტები სწავლის პერიოდში ეწევიან რეალურ ჟურნალისტურ საქმიანობას.
  • მედიაცენტრი — სტუდენტები ქმნიან სხვადასხვა მულტიმედიურ პროდუქტებს და მასალების დამონტაჟების პრაქტიკულ უნარებს ეუფლებიან.
  • საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი — ონლაინ რესურსი, სადაც ხორციელდება მიმდინარე და საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების შესაბამისი ანალიზი, რისი შედეგებიც ინტერაქტიულ რუკაზე აისახება.
  • UG PR Consulting — საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის სტუდენტები მუშაობენ პიარისა და მედიის კვლევით პროექტებსა და პიარ-კამპანიების დაგეგმვაზე.
  • ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ანალიტიკის ცენტრი —ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისათვის განკუთვნილი ცენტრი, სადაც ხორციელდება ინდივიდუალური კონსულტირება და თერაპია, ჯგუფური თერაპია, მიზნობრივ-თემატიკური ტრენინგები, სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევები და მზადდება გამოცემები. ცენტრი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის აქტივობაში და შეიძინონ პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
  • ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ბიბლიოთეკა და რესურს-ცენტრი — ცენტრის მიზანია როგორც სტუდენტების, ასევე გამოცდილ მკვლევართა აკადემიური მხარდაჭერა და კვლევების წახალისება ეთნოპოლიტიკისა და ერის მშენებლობის პრობლემატიკის მიმართულებით. ბიბლიოთეკაში დაცულია უნიკალური მასალები, უძველესი და უახლესი ლიტერატურა, რომელიც მნიშვნელოვანი რესურსია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთათვის, უფლებადამცველებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლა =[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლის მიზანია მოამზადოს საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო დარგების კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

სკოლის სასწავლო პროგრამები შემუშავებულია წამყვანი უცხოური უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამების ანალიზისა და მათი გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე. ინფორმატიკის, მათემატიკისა და IT-ის სკოლა საშუალებას აძლევს სტუდენტს შეიძინოს არამხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ გამოიმუშაოს პრაქტიკული პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც მომავალში გახდება მისი წარმატებული კარიერის მყარი გარანტია. ამაში სტუდენტებს ეხმარება ის რესურსები, რაც სკოლის ბაზაზე აქვს უნივერსიტეტს.

ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის პროგრამები
საბაკალავრო
  • ინფორმატიკა
  • მათემატიკა
  • ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერია (ქართ/ინგ)
სამაგისტრო
  • გამოყენებითი მეცნიერებები
  • ინფორმატიკა
სადოქტორო
  • ზუსტი, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებები
ინფორმატიკის, ინჟინერიისა და მათემატიკის სკოლის რესურსები

საქართველოს უნივერსიტეტი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც მოიპოვა Apple iOS University Developer Program-ის წევრობა და ლიცენზია. აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, უნივერსიტეტში არსებულ UG Lemondo ტრენინგ ცენტრს საშუალება ეძლევა სტუდენტებს ასწავლოს iOS აპლიკაციების დეველოპმენტი iOS SDK-ს და სხვა Apple ტექნოლოგიების გამოყენებით.

  • სასწავლო ცენტრი UG Lemondo Trainings წარმოადგენს საქართველოს უნივერსიტეტისა და ბაზარზე წამყვანი კომპანიის, Lemondo-ს ერთობლივ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ტრენინგ ცენტრს, რომელიც დეველოპერებს სთავაზობს სრულყოფილ, თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის მიმართულებით.
  • Oracle Academy საქართველოს უნივერსიტეტი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც დაამყარა კავშირი Oracle Corporation-თან საგანმანათლებლო კუთხით, რის შედეგადაც დაარსდა Oracle Academy.

ამ აკადემიის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების საბალავრო და სამაგისტრო პროგრამებში მოხდა Oracle–ის ტექნოლოგიების შესწავლის ინტეგრაცია. სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სრულიად უფასოდ, სასწავლო პროგრამის ფარგლებში გაიარონ Oracle –ის ტექნოლოგიების კურსები , დაეუფლონ შესაბამის პრაქტიკულ უნარებს და მიიღონ სერტიფიკატი გამოცდის ჩაბარების შედეგად. აღნიშნულ კორპორაციასთან დაგეგმილია ხანგრძლივი ურთიერთობა და თანამშრომლობა სხვადასხვა კუთხით.

  • CISCO Academy უნივერსიტეტის შესაბამისი სასწავლო კურსი ინტეგრირებულია ამ პროგრამასთან და მისი დამთავრება სტუდენტებს საშუალებას აძლევს: დამატებითი საზღაურის გარეშე გაიარონ სხვადასხვა მოდულები, წარმატებით გადალახონ CISCO-ს სასერთიფიკატო გამოცდები და მოიპოვონ CCNA-სერთიფიკატი.

ამას გარდა, ლაბორატორიაში კურსების გავლა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ შეუძლია შესაბამისი განათლების მქონე ყველა დაინტერესებულ პირს.

  • Microsoft IT Academy საქართველოს უნივერსიტეტი საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც Microsoft IT Academy პროგრამაშია ჩართული. ეს უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს გამოიყენოს Microsoft-ის ყველა პროდუქტი, მიიღოს მისგან ინფორმაცია ახალი პროგრამებისა და ჯერ კიდევ შემუშავების პროცესში მყოფი სხვა პროდუქტების შესახებ და დანერგოს თავის სასწავლო პროცესში მსოფლიოს წამყვანი კომპანიის მიერ შემუშავებული სწავლების უახლესი მეთოდები. უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს დამატებითი საფასურის გარეშე შეუძლია აიღოს Microsoft-ის სხვადასხვა სერთიფიკატი, გამოცდების ონლაინ სისტემით წარმატებით ჩაბარების შემდეგ.
  • MikroTik Academy საქართველოს უნივერსიტეტი — პირველი დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც MikroTik Corporation კავშირების დამყარების შედეგად დააარსა MikroTik Academy.

MikroTik-ის აპარატურითა და პროგრამული ინტერნეტკავშირით მსოფლიოს უამრავი ქვეყანა აუზრუნველყოფილი. 1997 წელს წინარე გამოცდილების საფუძველზე კომპანიამ შექმნა RouterOS-ის პროგრამული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ფართო სტაბილურობას, კონტროლს და მოქნილობას ყველა სახის მონაცემთა ინტერფეისებისა და მარშრუტიზაციისთვის.

  • ფიზიკის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიული დანადგარებით (Pasco, National Instruments). გარდა ამისა, შექმნილია უნიკალური ლაბორატორიული დანადგარები, რომლებიც იმართება LabView-ს მეშვეობით.

ინჟინერიის ლაბორატორიაში სტუდენტებს საშუალება აქვთ შეისწავლონ ინჟინერიის საფუძვლები და ზოგადად ფიზიკის კანონები, უშუალოდ ცდებზე დაკვირვებით. ლაბორატორია მოიცავს მექანიკის, ელექტროობისა და მაგნეტიზმის, ოპტიკისა და რადიოტექნიკის ამოცანებს. ლაბორატორიაში სტუდენტებს შეუძლიათ თავად შეიმუშაონ და შექმნან საკუთარი იდეების მიხედვით დანადგარები და LabView-ს მეშვეობით მოახდინონ ამ დანადგარების პროგრამული მართვა.

  • რობოტიკისა და ელექტრონიკის აკადემია UG Limes — საქართველოს უნივერსიტეტისა და სტუდენტური კომპანია ლიმესის თანამშრომლობით დაარსდა 2015 წელს. რობოტექნიკის აკადემიის მიზანია: უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განვითარება სკოლის მოსწავლეებისთვის, მათი ცოდნის ამაღლებისა და ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებისათვის, ინოვაციური პროექტების კომერციალიზაცია და სამეცნიერო კვლევითი პროექტების განხორციელება.

იუჯი-ლიმესის რობოტექნიკის აკადემია ერთადერთი აკადემია საქართველოში, რომელიც ერთის მხრივ ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საკუთარი კვლევის განხორციელებისა და მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემის საშუალებას აძლევს.

2015 წლიდან იუჯი-ლიმესის გუნდი ახორციელებს საქართველოს უნივერსიტეტის სამრეწველო ელექტრონიკის ლაბორატორიის მართვასა და სხვადასხვა კვლების განხორციელებას რობოტექნიკისა და ელექტრონიკის მიმართულებით. ასევე, ლაბორატორია როგორც საქართველოს უნივერსიტეტის ისე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის გახდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით იდეების განხორციელების ჰაბი.

დღესდღეობით აკადემიაში 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს და 20-მდე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტია დასაქმებული. ამასთან, იუჯი-ლიმესი ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც განსაზღვრავს STEM, პროგრამირებისა და რობოტექნიკის სწავლების პოლიტიკას.

უნივერსიტეტი აღჭურვილია CISCO-ს ლაბორატორიით და მინიჭებული აქვს CCNA და CCNP სერთიფიკატების გაცემის უფლება. უნივერსიტეტის შესაბამისი სასწავლო კურსი ინტეგრირებულია ამ პროგრამასთან და მისი დამთავრება სტუდენტებს ხელს უწყობს სხვადასხვა მოდულების წარმატებით დაძლევაში, CISCO-ს სასერთიფიკატო გამოცდის წარმატებით გადალახვაში და CCNA-სერთიფიკატის მოპოვებაში.

ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის მისიას წარმოადგენს შექმნას ლიდერები, რომლებიც განახორციელებენ მენეჯმენტს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

აღზარდოს პროფესიული კადრები ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით, მისცეს სტუდენტს თანამედროვე და სრულყოფილი ცოდნა და განუვითაროს ეკონომიკური აზროვნების უნარი, რათა მან სწორად შეაფასოს მიმდინარე პროცესები, ალღო აუღოს თანამედროვე ბიზნესს და შეიქმნას წარმატებული პროფესიული კარიერა, რასაც დაეფუძნება როგორც მისი პირადი, ისე საზოგადოებისა და ქვეყნის კეთილდღეობა.

ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლაში ხორციელდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების პროგრამები. თითოეული მათგანი მიზნად ისახავს: მოახდინოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში, უზრუნველყოს ამ მიმართულებით მოღვაწე მეცნიერთა და მკვლევართა ჯგუფების არსებობა, რომლებიც იმუშავებენ როგორც სახელმწიფოს წინაშე მდგომი ეკონომიკური პრობლემების, ასევე კონკრეტული ბიზნესისთვის საჭირო კვლევების ჩატარებისა და კვალიფიციური კონსულტაციების გაწევის მიმართულებით;

აღზარდოს ამ სფეროში თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მქონე პროფესიონალები, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანნი მსოფლიო შრომის ბაზარზე და წარმატებით გაართმევენ თავს როგორც კომერციული და არა კომერციული ორგანიზაციების მართვას, ისე ეკონომიკაში, ფინანსებსა და ბიზნესში სახელმწიფო პოლიტიკისა და ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებას; სტუდენტს განუვითაროს სამეწარმეო უნარი, გამოუმუშავოს მეწარმისთვის საჭირო თვისებები, აღზარდოს თაობა, რომელიც ალღოს აუღებს თანამედროვე ბიზნესს, შეძლებს ეკონომიკური პროცესებისა და საბაზრო ტენდენციების განსაზღვრას, გაანალიზებას, პროგნოზირებას და მიღებული ცოდნის საფუძველზე საკუთარი ბიზნეს-საქმიანობის დამოუკიდებლად დაგეგმვას, აწყობასა და წარმართვას.

ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის პროგრამები
საბაკალავრო
  • ეკონომიკა
  • ბიზნესის ადმინისტრირება (კონცენტრაციით ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა)
  • ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა
  • საჯარო მმართველობა
  • ტურიზმი
სამაგისტრო
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • საჯარო ადმინისტრირება
  • ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა
სადოქტორო
  • ბიზნესის ადმინისტრირება

ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიაში სტანდარტულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ბუღალტრული, ფინანსური და სტატისტიკური პროგრამები სკოლა ასევე ფლობს სტრატეგიული მენეჯმენტის სიმულაციურ პროგრამას „The Business Strategy Game“, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს სიმულაციურ გარემოში მიიღონ სტრატეგიული ბიზნეს გადაწყვეტილებები.

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ჩართულნი არიან „ევროპის ინოვაციების აკადემიის“ მიერ ორგანიზებულ საზაფხულო პროგრამაში. 2016 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი წარმატებით მონაწილეობენ მოცემულ პროგრამაში, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მოისმინოს წამყვანი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტების მენტორების ლექციები და სემინარები.

ჯანმრთელობის მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს უნივერსიტეტში არსებული ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა იძლევა ინოვაციური მეთოდებით სწავლების, კვლევების ჩატარებისა და თანამედროვე მედიცინის პრაქტიკაში გამოყენების ფართო შესაძლებლობებს. იგი ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის (EUPHA) წევრია და წარმოადგენს საქართველოს. სკოლა ასევე გაწევრიანებულია ამერიკის ჯანდაცვის ადმინისტრირების საუნივერსიტეტო პროგრამების ასოციაციაში ( AUPHA) და საერტაშორისო ფორუმრებზე ყოველწლიურად განიხილავს მიღწეულ შედეგებს.

პროგრამები
საბაკალავრო
  • ჯანდაცვის ადმინისტრირება
  • საექთნო საქმე ( ქართ/ინგ)
  • ფარმაცია
სამაგისტრო
  • ფარმაციის მენეჯმენტი
  • ჯანდაცვის ადმინისტრირება
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა
  • ფარმაციის სამაგისტრო პროგრამა
ერთსაფეხურიანი
  • სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა (ინგ)
  • მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა (ინგ)
სადოქტორო
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა

სკოლის ინფრასტრუქტურა და რესურსები გამორჩეულია ქართულ ბაზარზე და მოიცავს ცალკე კამპუსს სამედიცინო მიმართულების პროგრამებისათვის, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორიებით, სტუდენტების პრაქტიკულ უნარ-ჩვევების განვითარებისათვის აუცილებელ რესურსებს:

  • სკოლის სიმულაციური ჰოსპიტალი არის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მულტიპროფილური სიმულაციური ლაბორატორია, რომელიც საავადმყოფოს იმიტაციას წარმოადგენს. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო-სასწავლო სიმულატორებით, მულტიფუნქციური მანეკენებითა და სამედიცინო ინვენტარით. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში სტუდენტები ეუფლებიან ისეთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: პაციენტის მოვლა, ინექციები, პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ზონდირება, ფილტვისა და გულის აუსკულტაცია, ჭრილობის დამუშავება, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სხვა.
  • სიმულაციური ჰოსპიტალი სამ ფუნქციურ ნაწილს მოიცავს: სამანიპულაციო, სამეანო-გინეკოლოგიურ და უშუალოდ ჰოსპიტალურს თავისი სასწავლო აუდიტორიით. გამოყენებულია სიმულაციურ პაციენტზე/მანეკენზე/ მანიპულაცია-პროცედურებისა და დავალების შესრულების, როგორც ვიდეოჩანაწერების, ასევე ონლაინ.
  • სტომატოლოგიური სიმულაციური და პრაქტიკული ლაბორატორია წარმოადგენს მულტიპროფილურ სტომატოლოგიურ სიმულაციურ პრაქტიკულ ლაბორატორიას, სადაც გამოყენებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებისა და განვითარებისათვის სწავლების თანამედროვე მეთოდები. სტუდენტები სპეციალიზირებულ მანეკენებზე უშუალოდ ეცნობიან სტომატოლოგიური მომსახურეობის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს, მუშაობენ მრავალფუნქციური სტომატოლოგიურ მაგიდებთან და მოწყობილობებთან, რაც საშუალებას აძლევთ მიიღონ პრაქტიკული უნარები ისეთ კერძო მიმართულებებში, როგორიცაა: თერაპიული, ორთოპედიული, ქირურგიული და ორთოდონტიული სტომატოლოგია. აღნიშნული ლაბორატორია ფორმირებულია ტრომსოს უნივერსიტეტის გამოცდილების მაგალითზე.
  • სიმულაციური აფთიაქი წარმოადგენს ფარმაცევტული პროგრამის სიმულაციურ ბაზას, სადაც შესაძლებელია თეორიული ცოდნის პრაქტიკულ დონეზე გამოყენების დემონსტრირება. აქ სრულდება სიტუაციური ამოცანები და ირჩევა კლინიკური ქეისები, რაც პრაქტიკულად ხორციელდება როლური (ფარმაცევტი-პაციენტი, ფარმაცევტი-ექიმი-პაციენტი, ფარმაცევტი-ექიმი-ჯანდაცვის სპეციალისტი და სხვ.) თამაშების შესრულებით. სტუდენტები ადგენენ ფარმაცევტულ ქეისს, რაც მოიცავს მედიკამენტურ თერაპიას, სამედიცინო დანიშნულების საგნების მიწოდებას, ფარმაცევტული კომპიუტერული პროგრამების ცოდნას და გამოყენებას. აქვე ხდება ფარმაცევტული ქეისის განხილვა და შეფასება.
  • ანატომია, ბიოქიმია და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები აღჭურვილია სასწავლო თემატიკისთვის საჭირო ყველა მანეკენითა და ფანტომით, ასევე ოპტიკური და ცდებისთვის აუცილებელი რეაქტივებით, ნიადაგებით, ინსტრუმენტებით, აპარატურით რაც აუცილებელია პროცესებისა და სურათების ცოცხალი წარმოდგენისა და გააზრებისათვის.
  • Reavita UG — კლინიკის მთავარი დანიშნულებაა ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და პროფესიონალთა მიერ სხვადასხვა აღდგენითი და გამაჯანსაღებელი პროცედურების მეშვეობით ინდივიდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. რეავიტა UG მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სერვისებს: ფიზიო, მაგნიტოთერაპია, კინეზოთერაპია, რეფლექსოთერაპია, აკუპუნქტურა, მანუალურითერაპია, სამკურნალო მასაჟები და სხვა.

ინტერნაციონალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს უნივერსიტეტი, როგორც ბოლონიის პროცესის მონაწილე აღიარებული უნივერსიტეტია როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პროგრამები სხვადასხვა მიმართულებითაა აღიარებული როგორც სხვადასხვა სახელმწიფოების ოფიციალური სტრუქტურების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

საქართველოს უნივერსიტეტი ფლობს ირანის განათლების სამინისტროს აკრედიტაციას და ამაყობს ირანთან განსაკუთრებული ურთიერთობებით.

უნივერსიტეტი ასევე აღიარებულია თურქეთის განათლების სამინისტროს მიერ.

2017 წელს უნივერსიტეტმა მიიღო ინდოეთის სამედიცინო საბჭოს (Medical Council of India – MCI) საერთაშორისო აკრედიტაცია.

2016 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტი არის Ceeman-ის (International Association for Management Development in Dynamic Societies) ინსტიტუციური წევრი და ამ ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის საერთაშორისო აკრედიტაციაზე.

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2016 წლიდან The International Association of Law Schools-ის წევრი სკოლა გახდა.

კვლევები და აკადემიური მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამეცნიერო ინსტიტუტი და ინსტიტუტთან არსებულ აკადემიური პერსონალის განვითარებისა და სამეცნიერო პროექტების მართვის სამსახური, რომელიც ორიენტებულია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო განვითარებაზე.

2017 წელს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორს გიორგი ტეფნაძეს მიენიჭა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო „2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი“.

კარიერული სერვისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის სამსახური აქტიურად ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლაზე, სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენთა დასაქმების უმაღლესი მაჩვენებლით გამოირჩევა: კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია.

აღნიშნული სამსახური სისტემატურად სთავაზობს სტუდენტებს ტრენინგებს დასაქმებისა და წარმატებული კარიერისათვის საწირო უნარების განვითარების მიზნით. ხელმისაწვდომია ინდივიდუალური კონსულტაციებით.

სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით კამპუსში წელიწადში რამდენჯერმე ტარდება დასაქმების მასშტაბური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ წამყვანი ორგანიზაციები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

სტუდენტური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტურ საქმეთა ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტური კლუბების ჩამოყალიბებას, არსებული კლუბების აქტიურ საქმიანობას, სტუდენტური ინიციატივების განხორციელებას და ღონისძიებების ორგანიზებას მრავალფეროვანი, საინტერესო და დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით.

ამ ინოვაციური სტრუქტურით, საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს უნიკალური - სტუდენტური კლუბების სისტემა. კონკრეტულად, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაერთიანდნენ საერთო ინტერესის ირგვლივ და ჩამოაყალიბონ სტუდენტური კლუბი, რომლის მეშვეობით ისინი ახდენენ მათთვის საინტერესო თემების პოპულარიზაციას, აწყობენ ღონისძიებებს და ა.შ. ამ ყველაფრის განსახორციელებლად ისინი წერენ პროექტებს უნივერსიტეტის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ეს სიტემა სტუდენტებს საშუალებას აძლევს განავითარონ პროფესიული უნარები, პასუხისმგებლობით მოეკიდონ პროექტის ჩამოყალიბებისა და განხორციელების პროცესს, საჭირო რესურსების მართვას და ა.შ.

საქართველოს უნივერსიტეტში არსებობს უკვე დამკვიდრებული სტუდენტური კლუბები, რომლებიც მომავალ თაობებს გადასცემენ ესტაფეტას. სტუდენტური კლუბების განსაკუთრებული მნიშვნელობა, გარდა სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებისა, მდგომარეობს იმაში, რომ მათი მეშვეობით, სტუდენტებს საშუალება აქვთ იმსჯელონ გლობალურ თემებზე, გაიღრმავონ ცოდნა და რაც მთავარია, დაამკვიდრონ სწორი ღირებულებები და ჩამოყალიბდნენ განათლებულ, პროგრესულ და ქმედითუნარიან პიროვნებებად.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ცხოვრების ჯანსაღი წესის აქტიური მხარდამჭერია და სპორტისა და ფიტნესის უახლეს ინფრასტრუქტურას სთავაზობს სტუდენტებს.

უნივერსიტეტში ხელმისაწვდომია ღია და დახურული სპორტული მოედნები, ჩოგბურთის კორტები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფიტნესცენტრი UG GYM.

შეთავაზებათა ფართო სპექტრი სტუდენტებს საშუალებას აძლევს საკუთარი თავი გამოსცადონ სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

ინოვაციების ცენტრი — UG Startup Factory[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სრულიად ახალი ტიპის, მოქნილი ინოვაციების ცენტრი, აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს განავითარონ, განახორციელონ და წარმატებულ ბიზნესად აქციონ საკუთარი იდეები.

საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საინვესტიციო ფონდი, სტარტაპების დასაფინანსებლად.

ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ინკუბატორებთან და აქსელერატორებთან , პერსპექტიული პროექტების ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე გატანის მიზნით. Startup Factory -ს პარტნიორთა სიაში არის მსხვილი კერძო კომპანიები, მათ შორის ბანკები.

ორგანიზაციის ბაზაზე ასევე ფუნქციონირებს ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტარტაპების ინოვაციური იდეების კომერციალიზაციას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]