შინაარსზე გადასვლა

გირჩი — მეტი თავისუფლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გირჩი - მეტი თავისუფლება)
ეს სტატია პოლიტიკურ პარტიას ეხება. ბოტანიკური გირჩას შესახებ იხილეთ გირჩა.
გირჩი — მეტი თავისუფლება
გირჩი — მეტი თავისუფლება
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე
ისტორია
დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე
დაფუძნდა 26 დეკემბერი, 2020
პოზიციები
იდეოლოგია მემარჯვენე ლიბერტარიანიზმი
კლასიკური ლიბერალიზმი
პროევროპულობა
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენე-ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის[1]
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
3 / 150
საკრებულოები
1 / 2 068
თბილისის საკრებულო
1 / 50
ფერები     
girchi.org

გირჩი — მეტი თავისუფლებამემარჯვენე-ლიბერტარიანული პოლიტიკური პარტია საქართველოში. მისი თავმჯდომარეა ზურაბ ჯაფარიძე. პარტია 2020 წლის 26 დეკემბერს ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის გაყოფის შედეგად შეიქმნა.[2]

პარტია 2020 წლის 26 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ დააფუძნა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ ხმათა 1,44% მიიღო (25 467 ხმა) და მხოლოდ თბილისის საკრებულოში გადალახა 2,5%-იანი ბარიერი, სადაც 1 დეპუტატი გაიყვანა.[3]

2024 წლის 3 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პარტიამ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას“.[4]

2024 წლის 22 ივნისს გირჩი — მეტი თავისუფლება ევროპული პარტიის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) სრულუფლებიანი წევრი გახდა.[1]

პოლიტიკური პლატფორმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გირჩი — მეტი თავისუფლება კლასიკური ლიბერალური და ლიბერტარიანული პოლიტიკური პარტიაა, რომელიც მხარს უჭერს სოციალურ და ეკონომიკურ ლიბერალიზმს და პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფო მოწყობას. პარტია ემხრობა პოლიტიკურ და სამართლებრივ დეცენტრალიზაციას, მოსამართლისა და პოლიციის უფროსის არჩევის უფლების მინიჭებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასა და თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებას. რაც შეეხება ეკონომიკურ ხედვებს, გირჩი — მეტი თავისუფლება მხარს უჭერს თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, გადასახადების შემცირებას, დერეგულაციას, ეროვნული ბანკის გაუქმებას.[5]

შედეგები არჩევნებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი კოალიცია
2024 229 161 11,03
3 / 150
ახალი ოპოზიცია კოალიცია ცვლილებისთვის
არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2021 25 467 1,44
1 / 2 068
ახალი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 გირჩი - მეტი თავისუფლება ALDE-ს სრული, დროა კი აფილირებული წევრი გახდა (2024-06-22). ციტირების თარიღი: 2024-06-23
  2. „ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია — „გირჩი — მეტი თავისუფლება“ დააფუძნა“. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგები. ციტირების თარიღი: 2023-01-21.
  4. 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი | "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები დასრულდა
  5. რძე და ყველი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-17. ციტირების თარიღი: 2023-08-18.