აზია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „აზია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აზია (მრავალმნიშვნელოვანი).

აზია - ყველაზე დიდი ქვეყნის ნაწილი, ევროპასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს.

სექციების სია

[რედაქტირება] ბუნება

აზია

აზიას გარს აკრავს ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანე, წყნარი ოკეანე და ინდოეთის ოკეანე თავისი გარე ზღვებით, აგრეთვე ატლანტის ოკეანის შიგა კონტინენტური ზღვები. აზიასა და ევროპას შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია: ევროპა-აზიის საზღვარი. ჩრდილოეთ ამერიკისაგან გამოყოფილია ბერინგის სრუტით, ხოლო აფრიკისაგან - სუეცის ყელით. კუნძულების საერთო ფართობი 2 მლნ კვ.კმ-ს შეადგენს.

  • გეოლოგიური სტრუქტურა. აზიის ძირითადი სტრუქტურული ელემენტებია უძველესი პლატფორმები: ციმბირის (ალდანის ფართან ერთად), ჩინეთ-კორეის, სამხრეთ ჩინეთის, ინდოეთის. ყველაზე მოძრავია ჰიმალაური და აღმოსავლეთ აზიური გეოსინკლინური სარტყელები. ნეოტექტონიკური მოძრაობებითაა მოცული აგრეთვე სხვადასხვა ასაკის სტრუქტურების ვრცელი ზოლი ჰისარ-ალაიდან ჩუკოტკის ნახევარკუნძულამდე. შუა, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია, მალაის არქიპელაგი ხასიათდებიან ძლიერი სეისმურობით. კამჩატკაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრ კუნძულზე მოქმედი ვულკანებია.
  • კლიმატი. კლიმატი იცვლება არქტიკულიდან ჩრდილოეთში, ეკვატორულით სამხრეთში. ევრაზიის პერიფერიებში კლიმატი ოკეანურია, სამხრეთში და აღმოსავლეთში - მუსონური, ხოლო შიგა რეგიონებში - კონტინენტური და მკაცრად კონტინენტური. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში, ვერხოიანსკისა და ოიმიაკონის რაიონებში, გადის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სიცივის ზოლი. დედამიწაზე ყველაზე მეტი ნალექი მოდის ინდოეთის ქალაქ ჩერაპუნჯში, დაახლ. 12 ათასი მმ წელიწადში.

[რედაქტირება] გეოგრაფიული რეგიონები

აზიას ტრადიციულად ყოფენ შემდეგ გეოგრაფიულ რეგიონებად:

  1. ჩრდილოეთი აზია
  2. ცენტრალური აზია
  3. აღმოსავლეთი აზია
  4. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
  5. სამხრეთი აზია
  6. დასავლეთი აზია

აზიის სხვა რეგიონები და მხარეებია: მცირე აზია, შუა აზია, კავკასია, ახლო აღმოსავლეთი, შუამდინარეთი.

[რედაქტირება] მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობის 60% აზიის წილად მოდის. 2003 წლის შეფასებით აქ 4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა.

[რედაქტირება] აზიის ისტორია

იხილეთ ძირითადი სტატია: აზიის ისტორია

[რედაქტირება] პოლიტიკური რუკა

აზია, პოლიტიკური რუკა

ამჟამად აზიის ტერიტორიაზე მდებარეობს 48 სუვერენული სახელმწიფო, 3 სამფლობელო და 2 გაურკვეველი საერთაშორისო სტატუსის ტერიტორია.


1 ნაწილობრივ ევროპაში მდებარეობს.

აზიის ტერიტორიას ეკუთვნის ავსტრალიის 3 კუნძულოვანი სამფლობელო:

გაურკვეველი საერთაშორისო სტატუსის ტერიტორიებია:

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Lewis, Martin W. (1997). The myth of continents: a critique of metageography. Berkeley and Los Angeles: University of California Press. ISBN 0-520-20743-2. 
  • Ventris, Michael (1973). Documents in Mycenaean Greek, 2nd, Cambridge: University Press. 

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

  • Display Maps. The Soil Maps of Asia. European Digital Archive of Soil Maps – EuDASM. წაკითხვის თარიღი: 26 July 2011.
  • Asia Maps. Perry-Castañeda Library Map Collection. University of Texas Libraries. წაკითხვის თარიღი: 20 July 2011.
  • Asia. Norman B. Leventhal Map Center at the Boston Public Library. წაკითხვის თარიღი: 26 July 2011.
  • Bowring, Philp (12 February 1987). „What is Asia?“. Eastern Economic Review 135. 


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აზია&oldid=1959317-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე