ხუანხე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 5,464კმ. კმ |
| აუზის ფართობი | 742,443 კმ² კმ² |
| ჩაედინება | ბოჰაის ზღვა, წყნარი ოკეანე |
| ქვეყნები | |
ხუანხე, იგივე ყვითელი მდინარე (ჩინ. 黃河) — მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარე. სიგრძით მეორეა ჩინეთში და მეშვიდე მსოფლიოში. სიგრძე შეადგენს 5,464 კმ-ს. სათავეს იღებს დასავლეთ ჩინეთში, ცინხაის პროვინციაში, ბაიან-ჰარის მთებში. ამის შემდეგ, გადაკვეთს ჩინეთის 9 პროვინციას და ჩაედინება ბოჰაის ზღვაში. ხუანხეს აუზი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 1900 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 1100 კმ-ზე, ხოლო ფართობი შეადგენს 742,443 კმ²-ს.
ხუანხეს ჩინური ცივილიზაციის აკვანს უწოდებენ, რადგან სწორედ მის აუზში ჩაისახა ადრეული ჩინეთის ისტორიაში ყველაზე აყვავებული - ჩრდილოეთ ჩინური ცივილიზაცია.