კონტინენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფერადი ანიმაცია — სხვადასხვა კონტინენტები და რეგიონები.

კონტინენტი, იგივე მატერიკიხმელეთის დიდი ერთეული, რომელიც გარშემორტყმულია წყლის დიდი მასივებით (ზღვები, ოკეანეები).

კონტინენტი მომდინარეობს ტერმინისაგან "Terre Continente", რაც „უწყვეტ მიწას“ ნიშნავს, ანუ ეს არის ხმელეთის მასივი, რომლის რომელიმე კუთხეში მისვლა შეუძლებელია ზღვებისა და ოკეანეების გადაულახავად. გარდა ამისა, არ არსებობს ოფიციალური შეთანხმება იმის თაობაზე, თუ რა სიდიდის უნდა იყოს კუნძული, რომ ის განხილულ იქნეს კონტინენტად. საზოგადოდ, გრენლანდია (2.175.600 კმ2) ითვლება ყველაზე დიდ კუნძულად, ხოლო ავსტრალია (7.686.589 კმ2) - ყველაზე მცირე კონტინენტად.

მატერიკი[რედაქტირება]

მატერიკი მომდინარეობს რუსული სიტყვისაგან матёрный, რაც ქართულად ითარგმნება როგორც მყარი, მაგარი, დიდი. ქართულ სამეცნიერო და პოპულარულ ლიტერატურაში რუსულიდან შემოსული ეს სიტყვა უწინ კონტინენტის სინონიმად იხმარებოდა .

  • მატერიკი (მატერიკისა)გეოგრ. ხმელეთის დიდი ფართობი, გარემოცული ზღვებითა და ოკეანეებით, კონტინენტი. აზიის მატერიკი. (ქეგლი, 5-ე ტომი, გვ. 89)
  • Материк ნიადაგი მიწისა, უძრავი, უშლელი. (ნიკო ჩუბინაშვილი: I ტომი, გვ. 513, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1977)
    • Материк 1. კონტინენტი. (...) (2. გეოლ. იგივეა რაც подпочва.) (რუსულ-ქართული ლექსიკონი, გვ.304, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1983)

კონტინენტების რიცხვი[რედაქტირება]

სხვადასხვა ქვეყანაში კონტინენტების რიცხვს სხვადასხვაგვარად მიიჩნევენ, ასე მაგალითად:

გეოლოგიური მოდელი[რედაქტირება]

გეოლოგიურად დედამიწის ზედაპირი რამდენიმე ტექტონიკური პლატფორმისაგან შედგება. თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში არსებობს 6 ასეთი კონტინენტური პლატფორმა, რომლებიც გვაძლევს გეოლოგიურად აღიარებულ 6 კონტინენტს, რომელიც არ ემთხვევა ზემოთ განხილულ არც ერთ მოდელს. ეს დაყოფა ასეთია:

  1. ევრაზია
  2. აფრიკა
  3. ჩრდილოეთი ამერიკა
  4. სამხრეთი ამერიკა
  5. ანტარქტიდა
  6. ავსტრალია

კონტინენტების შედარებითი ცხრილი[რედაქტირება]

კონტინენტი ფართობი (მლნ კმ2) % ჯამში
1 ევრაზია 53,4 38.0
2 აფრიკა 29,2 20.2
3 ჩრდილოეთი ამერიკა 20,4 14.1
4 სამხრეთი ამერიკა 18,3 12.7
5 ანტარქტიდა 13,9 9.6
6 ავსტრალია 7,6 5.3

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]