ყარყუმი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ყარყუმი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Mustela erminea | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
ყარყუმი (ლათ. Mustela erminea) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 25 სმ აღწევს (დედალი უფრო პატარაა). ზაფხულობით მურა-წითელი ბეწვი აქვს, ზამთარში – თეთრი, კუდის ბოლო მუდამ შავია. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იკვებება თაგვისებრი მღრღნელებით და წვრილ-წვრილი ფრინველებით, ზოგჯერ თავს ესხმის კურდღელს და სხვა ცხოველებს. ყრის 5-8 ნაშიერს. სარგებლობა მოაქვს თაგვისებრი მღრღნელების განადგურებით. რეწვის ობიექტია, ძვირფასი ბეწვი აქვს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 631, თბ., 1986 წელი.