ოსპი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ოსპი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Lens | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
ოსპი (Lens), ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მისი სწორმდგომი ან ნახევრად გართხმული ღეროს სიგრძეა 20-55 სმ. ფოთოლი წყვილფრთაართულია, 1-3 ყვავილი ერთადაა მოთავსებული ყავვილის ყუნწზე, ფოთლის იღლიაში, იგი თეთრი, ვარდისფერი ან მოიისფრო ლურჯია. ნაყოფი 1-3 თესლიანი პარკია, თესლი ბრტყელი ან ამობურცულია სხვადასხვა ფერის, ერთფერი ან მოხატული. გვარში 5 სახეობაა, კულტივირებულია ერთი — ჩვეულებრივი ოსპი (Lens ცულინარის), რომელიც ორ ჯგუფად იყოფა: მსხვილმარცვლად და წვრილმარცვლად. ოსპი უძველესი კულტურაა, ფართოდაა გავრცელებული. საქართველოში მოჰყავთ გორის, ახალქალაქის, დუშეთისა და თიანეთის რაიონების მთიან ზონაში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 7, გვ. 597, თბ., 1984
სტატიის