კორეელები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კორეელები - (კორ.: 한국인/韓國人) იზოლირებული ეთნოლინგვისტური ოჯახის ხალხი, კორეის ნახევარკუნძულის ძირითადი მოსახლენი.[1][2] ცხოვრობენ ჩრდილოეთ კორეაში (22,5 მლნ), სამხრეთ კორეაში (44 მლნ), რუსეთის ფედერაციაში 107 ათ., უზბეკეთში 183 ათ., ყაზახეთში 103,3 ათ. მიეკუთვნება მონგოლოიდური რასის აღმოსავლეთაზიურ შტოს. კორეელთა ეთნოგენეზში მონაწილეობდნენ პალეოაზიური, ალთაური და ავსტრონეზიული ტომები.
- სახელები: თვითწოდება - ჩოსონ სარამ; ფრანგულად - Coreens; რუსულად - Корейцы.
- საერთო რაოდენობა: 70,2 მლნ.
- ენა: კორეული.
- მორწმუნეები: ბუდისტები, კონფუციანელები, არიან აგრეთვე ქრისტიანები (პრესვიტერიანელები).
სექციების სია |
[რედაქტირება] გალერეა
-
ხანბოკი, ეროვნული ტანისამოსი
-
კორეელი ჯოსონის დინასტიის დედოფლის კოსტიუმში
[რედაქტირება] წყაროები
- 서의식 and 강봉룡. 뿌리 깊은 한국사, 샘이 깊은 이야기: 고조선, 삼국, ISBN 89-8133-536-2
- Barnes, Gina. The Rise of Civilization in East Asia: the Archaeology of China, Korea and Japan, ISBN 05-0027-974-8
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 670, თბ., 1980 წელი.