ძერენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძერენი
Procapra gutturosa - Bertuch.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
ლათინური სახელი
Gazella gutturosa

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
[{{fullurl:commons:{{{commons}}}|uselang=ka}} სურათები
ვიკისაწყობში]

NCBI 157669

ძერენი (ლათ. Gazella gutturosa) — ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 15-150 სმ. მასა 20-39 კგ აღწევს. რქები მხოლოდ მამალს აქვს, რომელთა სიგრძეა 18-28 სმ. სხეულის შეფერილობა ზემოდან მოყვითალოა, მუცელი მოთეთროა. გვხვდება უმთავრესად ცენტრალური აზიის სტეპურ და ნახევარუდაბნო რაიონებში (მონღოლეთი, ჩინეთი). 1950-იან წლებამდე ფართოდ იყო გავრცელებული მონღოლეთში, რომლის არეალი ამჟამად შემცირებულია. სწრაფად დარბის (60-65 კმ/სთ) და აქვს კარგი მხედველობა. კარგად ცურავს. ნადირობის ობიექტია. იყენებენ მის ტყავს, რქებსა და ხორცს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]