პანგეა
ვიკიპედიიდან
პანგეა (ბერძნ. Πανγαία — „მთელი დედამიწა“; παν პან — მთელი, მთლიანი; γαία გეა— დედამიწა) იყო სუპერკონტინენტი, რომელიც არსებობდა დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ პალეოზოურ და მეზოზოურ ეპოქაში, სანამ ის გაიყოფოდა დღეს არსებულ კონტინეტებად.
სახელი პირველად ახსენა, კონტინენტური დრიფტის თეორიის შემქმნელმა, გერმანელმა მეცნიერმა, ალფრედ ვეგენერმა თავის წიგნში „კონტინენტებისა და ოკეანეების წარმოშობა“ (გერმ. Die Entstehung der Kontinente und Ozeane).
