ალუჩა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ალუჩა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Prunus Vachuschtii | ||
| დაცვის სტატუსი | ||
ალუჩა (Prunus Vachuschtii), მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარე ტყემლოვანთა ქვეოჯახისა. უეკლოა, 10-13 მ-მდე სიმაღლისა. სითბოს მოყვარულია, გვხვდება ბარში და ზეგანზე, ზღვის დონიდან 500-700 მ სიმაღლემდე. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. თესლით გამრავლებისას ალუჩა გადაჯიშდება, გადაწიდვნის დროს კი ინარჩუნებს ჯიშურ თვისებებს. გამრავლების სირთულისა და ნაკლები გამოყენების გამო ალუჩა გადაშენების გზაზეა. ალუჩის ნაყოფი მოყვითალო-მომწვანოა. მსხვილი, დაბერილი გვერდები აქვს, კანი - თხელი და ნაზი. საადრეო სუფრის ხილია. ნაყოფის წვენს სუსტი მჟავიანობა ახასიათებს. ალუჩა გვხვდება აზერბაიჯანში, სომხეთში. საქართველოში უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. მოჰყავთ ალუჩის ორი ჯიში - მეჩიბუხე და იმერული.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ბრეგაძე ნ., ქსე, ტ. 1, გვ. 342, თბ., 1975
სტატიის