აღმოსავლეთი ევროპა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევროპის რეგიონები

██ ჩრდილოეთი ევროპა

██ დასავლეთი ევროპა

██ აღმოსავლეთი ევროპა

██ სამხრეთი ევროპა

აღმოსავლეთი ევროპაევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. დასავლეთ ევროპის მსგავსად, ტერმინი აღმოსავლეთი ევროპა სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. ჩვეულებისამებრ, ამ ტერმინში იგულისხმება დსთ-ს ევროპული ქვეყნები: რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი. ყველაზე ხშირად მათ რიცხვს მიაკუთვნებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს - საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს, თუმცა ისინი გეოგრაფიულად აზიაში მდებარეობენ[საჭიროებს წყაროს მითითებას].

ცივი ომის ეპოქაში, აღმოსავლეთ ევროპაში შედიოდნენ ვარშავის პაქტის ქვეყნები (პოლონეთი, გდრ, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი), ხშირ შემთხვევაში ალბანეთი და იუგოსლავია, აგრეთვე ბალტიის საბჭოთა რესპუბლიკები (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა. ამჟამად, სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში ამ რეგიონს შეიძლება მიაკუთვნონ ე.წ. ”ვიშეგრადის ჯგუფის” (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) და ბალკანეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოები (საბერძნეთის გარდა).

ევროპის სხვა რეგიონები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]