პორტუგალია
ვიკიპედიიდან
|
|||||
| ჰიმნი: A Portuguesa | |||||
| დედაქალაქი | ლისაბონი |
||||
| უდიდესი ქალაქი | ლისაბონი | ||||
| ოფიც. ენები | პორტუგალიური | ||||
| მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | ||||
| -პრეზიდენტი | ანიბალ კავაკუ სილვა | ||||
| -პრ.-მინისტრი | ჟოზე სოკრატესი | ||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
92,345 კმ² (110-ე) 0.5% |
||||
| მოსახლეობა - 2007 სავ. - 2001 ცენზი - სიმჭიდროვე |
10,848,692 (75-ე) 10,148,259 114 ად/კმ² (87-ე) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2006მიახლ. $232 მილიარდი (მე-40) $23,464 (2007) (34-ე) |
||||
| აგი (2005) | |||||
| ვალუტა | ევრო (EUR) |
||||
| დროის სარტყელი | WET (UTC +0სთ.) | ||||
| -ზაფხულის დრო | WET (UTC +1სთ.) | ||||
| ქვეყნის კოდი | PRT | ||||
| ccTLD | .pt1 | ||||
| სატელეფონო კოდი | +351 |
||||
| 1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი. | |||||
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ქართულად - პორტუგალიის რესპუბლიკა; პორტუგალიურად - Portugal; República Portuguesa.
- ეტიმოლოგია - სახელი მომდინარეობს ქალაქ პორტუსაგან, რომლის ძველი ლათინური სახელია Portus Galle, ანუ “გალების (ძველი კელტური ტომის) ნავსადგური”. რომაელები ამ ქვეყანას ლუზიტანიას უწოდებდნენ.
- ქვეყნის კოდი - PT.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, პირენეის ნახევარკუნძულზე. სახმელეთო საზღვარი აქვს ესპანეთთან.
- ფართობი - 92.100 კვ.კმ.
- ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - პონტა დუ პიკო (აზორის კ-ებზე) 2.351, მალიაო და ეშტრელა 1.991; მდინარეები (კმ) - დუერო 195 (სულ 895), ტეჟუ 217 (სულ 1.007); ტბა - ბარაჟემ-დუ-სანტა კლარა; კუნძულები (კვ.კმ) - აზორის კუნძულები 2.247 (მათ შორის: სან-მიგელი 747), მადეირა 794; კლიმატი - ოკეანური (ატლანტიკური).
- ბუნებრივი რესურსები - თევზი, ტყეები, ვოლფრამი, რკინის მადანი, ურანი, მარმარილო, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ჰიდროენერგია.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- პოლიტიკური სისტემა - რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ანიბალ კავაკუ სილვა(Aníbal Cavaco Silva, 2006).
- მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (230 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა. პორტუგალიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 5 პროვინცია (distrito) - ალენტეჟუ, ალგარვი, ცენტრი, ლისაბონი და ტეჟუს ველი, ჩრდილოეთი და 2 ავტონომიური რაიონი (região autónoma) - აზორის კუნძულები და კუნძული მადეირა.
- ყოფილი კოლონიები. ბრაზილია – 1822-მდე; გოა – ანექსირებულ იქნა ინდოეთის მიერ 1962 წელს; გვინეა-ბისაუ – 1974-მდე; მოზამბიკი, კაბო-ვერდე, სან-ტომე და პრინსიპი, ანგოლა და კაბინდა – 1975-მდე; ტიმორი ანექსირებული იქნა 1976 წელს; მაკაო – 1997 წლამდე.
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 10.102 ათასი (2003), მათ შორის 99,4% პორტუგალიელები.
- ენა - პორტუგალიური.
- რელიგია – კათოლიციზმი.
- ქალაქები (ათ.) - ლისაბონი (559, აგლომ. - 2.618), პორტუ (264, აგლომ. - 1.213), ამადორა (176), ბრაგა (114), სეტუბალი (114), კოიმბრა (103), ფუნშალი (103).
[რედაქტირება] ეკონომიკა
პორტუგალია განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (109 მლრდ $) მას მსოფლიოში 34-ე ადგილი უკავია.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 4, მრეწველობა - 36, მომსახურება - 60;
- ე.ე.პ. (1 სულზე) - 11.010 $.
- ექსპორტი - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პორტვეინი და ღვინოები, თევზის კონსერვები, მანქანათმშენებლობის პროდუქცია.
- ბიუჯეტი - 45,000 მლნ $.
- ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ესკუდო.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება] ისტორია
1926-74 წლებში ქვეყანას მართავდნენ დიქტატორები, მხოლოდ რევოლუციის შედეგად გახდა შესაძლებელი დემოკრატიული მმართველობის შემოღება. 1986 წლიდან ევროპის კავშირის წევრია.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- არქიტექტურა - იერონიმიტების მონასტერი და ბელემის კოშკი ლისაბონში, ევორას, გიმარაიშის და პორტუს ისტორიული ცენტრები; ალტო დოურუს მეღვინეობის რეგიონი, ქალაქი ანგრა დუ ეროისმუ (აზორის კუნძულებზე), ალკობასას და ბატალიას მონასტრები;
- ლიტერატურა - პორტუგალური ეპოსი: ლუზიადა (1572).
[რედაქტირება] ცნობილი პორტუგალიელები
- მოგზაურები - ვასკო და გამა, ფერნანდო მაგელანი,
- ფილოსოფოსი - ურიელ აკოსტა,
- მწერლები - ლუიშ დე კამოენში, ესა დი კეიროში, ფერნანდო პესოა, ჟოზე სარამაგო
- სპორტსმენები - ეუსებიო, ლუიშ ფიგუ,
- პოლიტიკოსები - ანტონიო დი სალაზარი, მარიუ სოარეში.
|
|||||
|
|||||

