გნოლქათამა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გნოლქათამა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Falcipennis falcipennis | ||
| დაცვის სტატუსი | ||
გნოლქათამა (Falcipennis falcipennis) ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. წონა 600 გრამს აღწევს. შეფერილობის ძირითადი ტონებია მურა, შავი და თეთრი. გარეგნულად როჭოს ჰგავს, მამალს მომქნევი ფრთების ბოლოები შევიწროებული აქვს. გავრცელებულია იმიერბაიკალეთში, იაკუტიის სამხრეთ რაიონებში, ოხოტის ზღვის სანაპიროზე, უსურიის მხარეში, კუნძულ სახალინზე. ცხოვრობს წიწვიანსა და შერეულ ტყეებში. ბუდეს იკეთება მიწაზე, ხის ძირში. მაის-ივნისში დებს 8 კვერცხს. იკვებება კენკრით, ფოთლებით, ყლორტებით, ზამთარში - წიწვებით. გვხვდება ყველგან მცირე რაოდენობით და აქვს ადგილობრივი სანადირო მნიშვნელობა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჟორდანია რ., ქსე, ტ. 3, გვ. 193, თბ., 1978
სტატიის