თურქმენეთი
ვიკიპედიიდან
|
|||||
| ჰიმნი: თურქმენეთის ჰიმნი | |||||
| დედაქალაქი | აშხაბადი |
||||
| უდიდესი ქალაქი | აშხაბადი | ||||
| ოფიც. ენები | თურქმენული | ||||
| მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | ||||
| -პრეზიდენტი | გურბანგული ბერდიმუჰამედოვი | ||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
488,100 კმ² (52-ე) 4.9% |
||||
| მოსახლეობა - 2006 სავ. - სიმჭიდროვე |
5,110,023 (113-ე) 9.9 ად/კმ² |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2006მიახლ. $45.11 მილიარდი (86-ე) $8,900 (95-ე) |
||||
| აგი (2007) | |||||
| ვალუტა | თურქმენული მანათი (TMM) |
||||
| დროის სარტყელი | (UTC +5სთ.) | ||||
| -ზაფხულის დრო | (UTC +5სთ.) | ||||
| ქვეყნის კოდი | TKM | ||||
| ccTLD | .tm | ||||
| სატელეფონო კოდი | +993 |
||||
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: თურქმენეთი.
- ეროვნული: Türkmenistan.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ აზიაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ავღანეთი, ირანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, დასავლეთიდან აკრავს კასპიის ზღვა. ფართობი - 488.100 კვ.კმ. ტერიტორიის 90% ყარაყუმის უდაბნოს უკავია. სამხრეთი საზღვრის გასწვრივ აღმართულია კოპეტდაღის ქედი. მთავარი მდინარეებია ამუ-დარია და ჰარირუდი.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა - სოციალისტური პლიურალიზმი.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი გ. ბერდიმუჰამედოვი (2006).
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (100+50 წევრი).
[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა
თურქმენეთი ადმინისტრაციულად იყოფა 5 ოლქად (welayat).
- ახალის ვილაიეთი - ცენტრი აშხაბადი.
- მარის ვილაიეთი - ცენტრი მარი.
- ლებაპის ვილაიეთი - ცენტრი თურქმენაბატი.
- დაშოუზის ვილაიეთი - ცენტრი დაშოუზი.
- ბალკანის ვილაიეთი - ცენტრი ბალკანაბატი.
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 4.775 ათასი (2003), მათ შორის – თურქმენი 77%, რუსი 6,7%, უზბეკი 9,2%, ყაზახი 2%.
- სახელმწიფო ენა - თურქმენული (72%). სხვა ენები - რუსული (12%), უზბეკური (9%).
- რელიგია - ისლამი.
- დედაქალაქი - აშგაბატი (728 ათასი). სხვა ქალაქები - თურქმენაბატი (213), დაშოუზი (თაშაუზი, 160), მარი (114), ბალკანაბატი (100), თურქმენბაში (72).
[რედაქტირება] ეკონომიკა
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნახევარი ბამბას უკავია და სიდიდით ამ პროდუქტის მე-10 ექსპორტიორია მსოფლიოში. იგი არის ბუნებრივი აირის სიდიდით მე-5 მარაგის მფლობელი. ქვეყნის სხვა მინერალური რესურსებია: ნავთი, ქვანახშირი, გოგირდი, მარილი. ძირითადი საექსპორტო საქონელია: კვების პროდუქტები, ნავთობი, ბუნებრივი გაზი, ბამბა. ეროვნული ვალუტა - თურქმენული მანათი (TMM).
[რედაქტირება] უახლესი ისტორია
თურქმენეთის საზღვრების ფორმირება საბჭოთაა ეპოქაში მოხდა. მოკავშირე რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში 1925 წლიდან. მისი დაშლის შემდეგ 1992 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. არის დსთ-ს წევრი ქვეყანა. პრეზიდენტი ძალაუფლება თითქმის აბსოლუტურია, არ არსებობს ოპოზიცია, ერთადერთი ლეგალური პოლიტიკური ორგანიზაციაა თურქმენეთის დემოკრატიული პარტია. სახეზეა პიროვნების კულტის ყველა ნიშანი: თურქმენბაშის (”თურქმენთა ლიდერი” - საფარმურატ ნიაზოვის) გამოსახულებაა ყველგან ბანკნოტებიდან დაწყებული სასურსათო პროდუქციის ეტიკეტებით დამთავრებული. 1999 წელს მეჯლისმა მას უვადო საპრეზიდენტო უფლებამოსილება განუსაზღვრა.
[რედაქტირება] კულტურა
- ღირშესანიშნაობები: გეოქ-თეფეს ციტადელი ახალთექის ოაზისში; სახელმწიფო ისტორიული და კულტურული პარკი „ძველი მერვი“. მერვი წარმოადგენდა ”დიდი ხორასნის” ხალიფების სატახტო ქალაქს.
|
|
|---|
| აზერბაიჯანი · ბელარუსი · თურქმენეთი · მოლდოვა · საქართველო · რუსეთი · სომხეთი · ტაჯიკეთი · უზბეკეთი · უკრაინა · ყაზახეთი · ყირგიზეთი |
|
|
|---|
|
ავღანეთი · აზერბაიჯანი1 · არაბეთის საემიროები · აღმ. ტიმორი4 · ბაჰრეინი · ბანგლადეში · ბჰუტანი · ბრუნეი · კვიპროსი · ეგვიპტე3 · ერაყი · ვიეტნამი · თურქეთი1 · თურქმენეთი · ინდოეთი · ინდონეზია4 · ირანი · ისრაელი · იაპონია · იემენი3 იორდანია · კამბოჯა · კატარი · ჩრდ. კორეა · სამხ. კორეა · ლაოსი · ლიბანი · მალაიზია · მალდივის კუნძულები · მონღოლეთი · მიანმარი · ნეპალი · ომანი · პაკისტანი · რუსეთი1 · საუდის არაბეთი · საქართველო1 · სინგაპური · სირია · სომხეთი · ტაივანი2 · ტაილანდი · ტაჯიკეთი · უზბეკეთი · ფილიპინები · შრი-ლანკა · ჩინეთი · ქუვეითი · ყაზახეთი1 · ყირგიზეთი დამოკიდებული და სხვა ტერიტორიებისთვის, იხ. დამოკიდებული ტერიტორია და არცნობილი ქვეყნების სია. 1 ნაწილობრივ ევროპაშია. 2 ტაივანი ოფიციალურად არ არის ცნობილი გაეროს მიერ; იხ. ტაივანის პოლიტიკური სტატუსი. |
|
|
|---|
| ავღანეთი · ყაზახეთი1 · ყირგიზეთი · მონღოლეთი · რუსეთი1 · ტაჯიკეთი · თურქმენეთი · უზბეკეთი 1ნაწილი ევროპაშია. |
| დასავლეთ თურქული |

