ყირგიზეთი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Кыргыз Республикасы
Кыргызская Республика

ყირგიზეთის რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი ბიშკეკი
42°52′N 74°36′E
უდიდესი ქალაქი ბიშკეკი
ოფიც. ენები ყირგიზული, რუსული
მთავრობა რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი
  -პრ.-მინისტრი იგორ ჩუდინოვი
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
199,900 კმ² (86-ე)
 
  3.6%
მოსახლეობა
 - 2005 სავ.
 - 1999 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
5,264,000 (111-ე)
4,896,100
26 ად/კმ² (176-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2005მიახლ.
$10.764 მილიარდი (134-ე)

$2,150 (140-ე)
აგი (2007) Red Arrow Down.svg 0.696 (საშუალო) (116-ე)
ვალუტა სომი (KGS)
დროის სარტყელი (UTC +6სთ.)
ქვეყნის კოდი KGZ
ccTLD .kg
სატელეფონო კოდი +996


სექციების სია

[რედაქტირება] სახელწოდება

  • ოფიციალური: ყირგიზეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Кыргызстан; Kyrgyz Respublikasy.

[რედაქტირება] გეოგრაფია

ყირგიზეთის რესპუბლიკა

ქვეყანა ცენტრალურ აზიაში. მოსაზღვრე ქვეყნებია - ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი. ფართობი - 198.500 კვ.კმ. ბუნება - ქვეყნის ტერიტორიის 90% ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს. უდიდესი ტბა - ისიკ-კული. ქვეყნის უდიდესი მწვერვალია გამარჯვების პიკი - 7439 მ.

[რედაქტირება] სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. 2005 წლიდა ყურმანბეკ ბაკიევი.
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (ჟოგორკუ კენეში - 70 წევრი, საკანონმდებლო ასამბლეა - 35 წევრი).

[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა

ყირგიზეთი ადმინისტრაციულად იყოფა 7 ოლქად (oblasty) და 2 ქალაქად (shaar), ესენია:

  1. ქალაქი ბიშკეკი
  2. ქალაქი ოში
  3. ბატკენის ოლქი
  4. ოშის ოლქი
  5. ჩუის ოლქი (ცენტრი - ბიშკეკი)
  6. ჯალალაბადის ოლქი
  7. ნარინის ოლქი
  8. ტალასის ოლქი
  9. ისიკ-ყულის ოლქი (ცენტრი - კარაკოლი)


[რედაქტირება] დემოგრაფია

  • მოსახლეობა - 4.892 ათასი (2003), მათ შორის 52% ყირგიზი, 18% რუსი, 13% უზბეკი, 2,5% უკრაინელი, 2,4% გერმანელი.
  • სახელმწიფო ენები - ყირგიზული და რუსული.
  • რელიგია - ისლამი.
  • დედაქალაქი - ბიშკეკი (825 ათასი). დიდი ქალაქები - ოში (226), ჯალალ-აბადი (76).

[რედაქტირება] ეკონომიკა

მიუხედავად დონორების, პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდის, დიდი დახმარებისა, დამოუკიდებლობის შემდეგ ყირგიზეთი ეკონომიკურ სიძნელეებს განიცდის. მთავარი ბუნებრივი რესურსები - ჰიდროენერგია, ოქრო და მიწის იშვიათი ლითონების მნიშვნელოვანი მარაგები, ქვანახშირის, ნავთობის და ბუნებრივი აირის ექსპლუატაცია საკუთარი მოხმარებისათვის; ვერცხლისწყალი, ბისმუტი, ტყვია, თუთია. საექსპორტო პროდუქცია - კვების პროდუქტები, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, შალი, ლითონები. ეროვნული ვალუტა - სომი (KGS);

[რედაქტირება] უახლესი ისტორია

ქვეყნის ტერიტორია 1855 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. 1924 წელს შეიქმნა ყარა-ყირგიზეთის ავტონომიური ოლქი, 1926 წელს - ყირგიზეთის ასსრ. 1936 წელს - შეიქმნა ყირგიზეთის სსრ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. 2005 წლის მარტში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა დაასრულა ასკარ აკაევის 15 წლიანი მმართველობა.

[რედაქტირება] კულტურა

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • არქიტექტურა: მანასის მავზოლეუმი (XIV ს,), კოშკი «ბურანა» (XI ს.), მავზოლეუმი უზგენეში (XII ს.), შაჰ-ფაზილის მავზოლეუმი (XII ს).
  • ტურიზმი: ყირგიზეთის უმთავრესი ღირშესანიშნაობაა ისიკ-ყულის ტბა, რომლის ირგვლივ ტურისტული ბაზები და დასასვენებელი სახლებია განლაგებული.
პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე