ვიკიპედიიდან
ისლამაბადი (ურდუ: اسلام آباد) — პაკისტანის დედაქალაქი, მდებარეობს პოტოჰარის პლატოზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ისტორიულ პუნჯაბისა და ჩრდილოდასავლეთის სასაზღვრო პროვინციის (მარგალას უღელტეხილი ისტორიული კარიბჭე იყო ამ პროვინციის) გზაჯვარედინზე. რავალპინდი მის დობილ ქალაქად ითვლება ამ ორი ქალაქის სიახლოვის გამო.
ქალაქი 1960-იან წლებში აშენდა პაკისტანის დედაქალაქის კარაჩიდან გადმოსატანად. ქვეყნის განვითარება იმხანად კარაჩის ირგვლივ ხდებოდა და პრეზიდენტ აიუბ ხანს სურდა განვითარება უფრო თანასწორად გავრცელებულიყო. ისლამაბადი თანამედროვე და სუფთა ქალაქია, განსაკუთრებით პაკისტანის სხვა ქალაქებთან შედარებით. ქალაქი რვა ზონად არის დაყოფილი: დიპლომატური ანკლავი, კომერციული უბანი, განათლების სექტორი, ინდუსტრიული ზონა და მისთ., ყოველ მათგანს საკუთარი სავაჭრო არე და პარკი აქვს. ისლამაბადშია ასევე ფეიზალის მეჩეთი, რომელიც განთქმულია მისი არქიტექტურითა და სიდიდით. მეჩეთი ქალაქს მიუძღვნა საუდის არაბეთის მეფე ფეიზალმა.
|
აზიის დედაქალაქები |
|
| ცენტრალური აზია |
|
|
| აღმოსავლეთი აზია |
|
|
| სამხრეთი აზია |
|
|
| სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია |
ბანდარ-სერი-ბეგავანი, ბრუნეი · ნაიფიიდო, მიანმარი · პნომპენი, კამბოჯა · დილი, აღმოსავლეთი ტიმორი · ჯაკარტა, ინდონეზია · ვიენტიანი, ლაოსი · კუალა-ლუმპური (ოფიციალური) და პუტრაჯაია (ადმინისტრაციული), მალაიზია · მანილა, ფილიპინები · სინგაპური, სინგაპური · ბანგკოკი, ტაილანდი · ჰანოი, ვიეტნამი
|
|
| სამხრეთ-დასავლეთი აზია |
ქაბული, ავღანეთი · ერევანი, სომხეთი · ბაქო, აზერბაიჯანი · მანამა, ბაჰრეინი · ნიქოზია, კვიპროსი · თბილისი, საქართველო · თეირანი, ირანი · ბაღდადი, ერაყი · იერუსალიმი, ისრაელი · ამანი, იორდანია · ელ-ქუვეითი, ქუვეითი · ბეირუთი, ლიბანი · მასკატი, ომანი · დოჰა, კატარი · ერ-რიადი, საუდის არაბეთი · დამასკო, სირია · ანკარა, თურქეთი · აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები · სანა, იემენი
|
|