სტვენია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტვენია
Dompap.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Pyrrhula pyrrhula
დაცვის სტატუსი

სტვენია (Pyrrhula pyrrhula), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. აქვთ შავი თავი და ბოლო, ნაცრისფერი ზურგი, მამალს წითელი, ხოლო დედალს მორუხო-მურა მუცელი. სტვენიას სხეულის სიგრძე 18 სმ, მასა 35 გ აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს ტყის ზონაში (ჩრდილოეთ იაკუტის გამოკლებით) და კავკასიის მთიან ტყეებში. ვერტიკალურად აღწევს 2700 მ ზღვის დონიდან. ბუდეს იკეთებს ხეზე. მაისში დებს 4-5 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 2 კვირას. იკვებება მცენარეთა კვირტებით, კენკრით, თესლით. მართვებს აჭმევს ამონანთხევს თესლს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჟორდანია რ. , ქსე, ტ. 9, გვ. 568, თბ., 1985
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე