ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში

ვიკიპედიიდან

(გადამისამართდა გვერდიდან ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს "იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება". "თხზულებაში" იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება, და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც და ცალკეულ ნაშრომსაც დაუმსახურებია ჯილდო. შვედეთის აკადემია მთელი წლის მანძილზე განიხილავს მიმდინარე ლიტერატურულ ტენდეციებს მსოფლიოში და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.

ზემოთ ნახსენები ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება როგორც იდეალისტური, ასევე როგორც იდეალი. შესაბმისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა სიტყვა–სიტყვით შეესრულებინა ნობელის სურვილი, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰენრიკ იბსენი, რომელთა ნაწარმოებები არ იყო საკმარისად "იდეალისტური". შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შეარბილა შერჩევის კრიტერიუმები და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გაამახვილა.

ნობელის პრემია არ წარმოადგენს ლიტერატორის წარმატებისა და პოპულარობის საზომს. ბევრი მწერალი, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერებისა, ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება.

სექციების სია

[რედაქტირება] ნომინაციის პროცედურა

ყოველ წლიურად შვედეთის აკადემია აქვეყნებს განცხადებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ. თავად აკადემიის წევრები, ლიტერატურული აკადემიებისა და საზოგადოების წევრები, ენისა და ლიტერატურის პროფესორები, ნობელის პრემიის ყოფილი ლაურეატები და მწერალთა ორგანიზაციების პრეზიდენტები უფლებამოსილნი არიან წარადგინონ კანდიდატები. ამავდროულად, არ შეიძლება საკუთარი თავის წარდგენა.

ათასობით გაცხადება იგზავნება ყოველწლიურად შვედეთის აკადემიიდან და მხოლოდ 50–მდე კანდიდატის წარდგენა ხორციელდებ მთელი მსოფლიოდან. 1 თებერვლისთვის კანდიდატთა სიების მიღება წყდება. აპრილისთვის აკადემია ამცირებს კანდიდატთა რაოდენობას ოცამდე, მოგვიანებით, ზაფხულში კი ქვეყნდება 5 კანდიდატთა სია. იმავე წლის ოქტომბერში აკადემიის წევრები კენჭს უყრიან კანდიდატებს და ის მწერალი, რომელიც კომიტეტის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებს ოფიციალურად ცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატად ლიტერატურის დარგში.

პრემიის ფულადი ნომინალი იცვლება დაარსებიდან და სადღეისოდ, დაახლოებით, 10 მილიონ {შვედური კრონა|შვედური კრონას]] წარმოადგენს. ლაურეატი ასევე ღებულობს ოქროს მედალსა და ნობელის დიპლომს.


[რედაქტირება] ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში

წელი გვარი და სახელი ქვეყანა ენა
1901 სიული პრიუდომი საფრანგეთი ფრანგული ენა
1902 თეოდორ მომზენი გერმანია გერმანული ენა
1903 ბიორნსტიერნე ბიორნსონი ნორვეგია ნორვეგიული ენა
1904 ფრედერიკ მისტრალი საფრანგეთი ოქსიტანური ენა
ხოსე ეჩეგარაი ი ეისაგირე ესპანეთი ესპანური ენა
1905 ჰენრიკ სენკევიჩი პოლონეთი პოლონური ენა
1906 კარდუჩი, ჯოზუე იტალია იტალიური ენა
1907 ჯოზეფ რადიარდ კიპლინგი დიდი ბრიტანეთი ინგლისური ენა
1908 რუდოლფ ქრისტოფ ოიკენი გერმანია გერმანული ენა
1909 სელმა ლაგერლეფი შვედეთი შვედური ენა
1910 პაულ ფონ ჰაიზე გერმანია გერმანული ენა
1911 მორის მეტერლინკი ბელგია ფრანგული ენა
1912 გერჰარტ ჰაუპტმანი გერმანია გერმანული ენა
1913 რაბინდრანათ თაგორი ინდოეთი ბენგალური ენა
1915 რომენ როლანი საფრანგეთი ფრანგული ენა
1916 კარლ გუსტავ ვერნერ ფონ ჰეიდენსტამი შვედეთი შვედური ენა
1917 კარლ ადოლფ გელერუპი დანია დანიური ენა
ჰენრიკ პონტოპიდანი დანია დანიური ენა
1919 კარლ შპიტელერი შვეიცარია გერმანული ენა
1920 კნუტ ჰამსუნი ნორვეგია ნორვეგიული ენა
1921 ანატოლ ფრანსი საფრანგეთი ფრანგული ენა
1922 ხაკინტო ბენავენტე ი მარტინესი ესპანეთი ესპანური ენა
1923 უილიამ ბათლერ იეითსი ირლანდია ინგლისური ენა
1924 ვლადისლავ რეიმონტი პოლონეთი პოლონური ენა
1925 ჯორჯ ბერნარდ შოუ ირლანდია ინგლისური ენა
1926 გრაცია დელედა იტალია იტალიური ენა
1927 ანრი ბერგსონი საფრანგეთი ფრანგული ენა
1928 სიგრიდ უნსეტი ნორვეგია ნორვეგიული ენა
1929 თომას მანი გერმანია გერმანული ენა
1930 ლუის სინქლერი აშშ ინგლისური ენა
1931 ერიკ აქსელ კარლფელდტი შვედეთი შვედური ენა
1932 ჯონ გოლზუორთი დიდი ბრიტანეთი ინგლისური ენა
1933 ივან ბუნინი რუსეთი რუსული ენა
1934 ლუიჯი პირანდელო იტალია იტალიური ენა
1936 იუჯინ ო'ნილი აშშ ინგლისური ენა
1937 როჟე მარტენ დიუ გარი საფრანგეთი ფრანგული ენა
1938 პერლ ბაკი აშშ ინგლისური ენა
1939 ფრანს ემილ სილანპა ფინეთი ფინური ენა
1944 იოჰანეს ვილჰელმ იენსენი დანია დანიური ენა
1945 გაბრიელა მისტრალი ჩილე ესპანური ენა
1946 ჰერმან ჰესე შვეიცარია გერმანული ენა
1947 ანდრე ჟიდი საფრანგეთი ფრანგული ენა
1948 ტომას ელიოტი აშშ/დიდი ბრიტანეთი ინგლისური ენა
1949 უილიამ ფოლკნერი აშშ ინგლისური ენა
1950 ბერტრან რასელი დიდი ბრიტანეთი ინგლისური ენა
1951 პერ ლაგერკვისტი შვედეთი შვედური ენა
1952 ფრანსუა მორიაკი საფრანგეთი ფრანგული ენა
1953 უინსტონ ჩერჩილი დიდი ბრიტანეთი ინგლისური ენა
1954 ერნესტ ჰემინგუეი აშშ ინგლისური ენა
1955 ჰალდორ ლაქსნესი ისლანდია ისლანდიური ენა
1956 ხუან რამონ ხიმენესი ესპანეთი ესპანური ენა
1957 ალბერ კამიუ საფრანგეთი ფრანგული ენა
1958 ბორის პასტერნაკი (უარი განაცხადა) რუსეთი რუსული ენა
1959 სალვატორე კვაზიმოდო იტალია იტალიური ენა
1960 სენ-ჟონ პერსი საფრანგეთი ფრანგული ენა
1961 ივო ანდრიჩი იუგოსლავია სერბული ენა
1962 ჯონ სტაინბეკი აშშ ინგლისური ენა
1963 გიორგოს სეფერისი საბერძნეთი ბერძნული ენა
1964 ჟან-პოლ სარტრი (უარი განაცხადა) საფრანგეთი ფრანგული ენა
1965 მიხაილ შოლოხოვი რუსეთი რუსული ენა
1966 შმუელ იოსეფ აგნონი ისრაელი ივრითი
ნელი ზახსი გერმანია/შვედეთი გერმანული ენა
1967 მიგელ ანგელ ასტურიასი გვატემალა ესპანური ენა
1968 კავაბატა იასუნარი იაპონია იაპონური ენა
1969 სამუელ ბეკეტ ირლანდია ინგლისური ენა/ფრანგული ენა
1970 ალექსანდრ სოლჟენიცინი რუსეთი რუსული ენა
1971 პაბლო ნერუდა ჩილე ესპანური ენა
1972 ჰაინრიხ ბიოლი გერმანია (დასავლეთი) გერმანული ენა
1973 პატრიკ უაიტი ავსტრალია (ქვეყანა) ინგლისური ენა
1974 ეივინდ იონსონი შვედეთი შვედური ენა
ჰარი მარტინსონი შვედეთი შვედური ენა
1975 ეუჯენიო მონტალე იტალია იტალიური ენა
1976 სოლ ბელო კანადა/აშშ ინგლისური ენა
1977 ვინსენტე ალეიქსანდრე ესპანეთი ესპანური ენა
1978 ისააკ ბაშევის სინგერი პოლონეთი/აშშ იდიში
1979 ოდისეას ელიტისი საბერძნეთი ბერძნული ენა
1980 ჩესლავ მილოში პოლონეთი/აშშ პოლონური ენა
1981 კანეტი, ელიას დიდი ბრიტანეთი გერმანული ენა
1982 გარსია მარკესი, გაბრიელ კოლუმბია ესპანური ენა
1983 გოლდინგი, უილიამ დიდი ბრიტანეთი ინგლისური ენა
1984 საიფერტი, იაროსლავ ჩეხოსლოვაკია ჩეხური ენა
1985 სიმონი, კლოდ საფრანგეთი ფრანგული ენა
1986 შოინკა, უოლე ნიგერია ინგლისური ენა
1987 ბროდსკი, იოსიფ რუსეთი/აშშ ინგლისური ენა/რუსული ენა
1988 მაჰფუზი, ნაჯიბ ეგვიპტე არაბული ენა
1989 სელა, კამილო ხოსე ესპანეთი ესპანური ენა
1990 პასი, ოქტავიო მექსიკა ესპანური ენა
1991 გორდიმერ, ნადინე სამხრეთი აფრიკა ინგლისური ენა
1992 უოლკოტი, დერეკ სენტ-ლუსია ინგლისური ენა
1993 მორისონი, ტონი აშშ ინგლისური ენა
1994 ოე კენძაბურო იაპონია იაპონური ენა
1995 ჰინი, შეიმუს ირლანდია ინგლისური ენა
1996 შიმბორსკა, ვისლავა პოლონეთი პოლონური ენა
1997 ფო, დარიო იტალია იტალიური ენა
1998 სარამაგო, ჟოზე პორტუგალია პორტუგალიური ენა
1999 გრასი, გიუნტერ გერმანია გერმანული ენა
2000 შინ-ჯიანი, გაო ჩინეთი/საფრანგეთი ჩინური ენა
2001 ნაიპოლი, ვიდიადჰარ სურაიპრასად ტრინიდადი და ტობაგო/დიდი ბრიტანეთი ინგლისური ენა
2002 კერტეშ, იმრე უნგრეთი უნგრული ენა
2003 კუტზეე, ჯონ მაქსველ სამხრეთი აფრიკა ინგლისური ენა
2004 იელინეკი, ელფრიდა ავსტრია გერმანული ენა
2005 პინტერი, ჰაროლდ დიდი ბრიტანეთი ინგლისური ენა
2006 პამუკი, ორჰან თურქეთი თურქული ენა
2007 ლესინგი, დორის დიდი ბრიტანეთი ინგლისური ენა
2008 ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო საფრანგეთი ფრანგული ენა
2009 ჰერტა მიულერი გერმანია გერმანული ენა

[რედაქტირება] ლაურეატთა ენა

ენა ლაურეატთა რაოდენობა %
ინგლისური ენა 26 25.00
ფრანგული ენა 13 12.50
გერმანული ენა 13 12.50
ესპანური ენა 10 9.62
იტალიური ენა 6 5.77
შვედური ენა 6 5.77
რუსული ენა 5 4.81
პოლონური ენა 4 3.85
დანიური ენა 3 2.88
ნორვეგიული ენა 3 2.88
ბერძნული ენა 2 1.92
იაპონური ენა 2 1.92
არაბული ენა 1 0.96
ბენგალი 1 0.96
ჩინური ენა 1 0.96
ჩეხური ენა 1 0.96
ფინური ენა 1 0.96
ივრითი 1 0.96
თურქული ენა 1 0.96
უნგრული ენა 1 0.96
ისლანდიური ენა 1 0.96
ოქსიტანური ენა 1 0.96
პორტუგალიური ენა 1 0.96
სერბული ენა 1 0.96
იდიში 1 0.96

[რედაქტირება] ლაურეატი ქვეყნები

ქვეყანა ლაურეატთა რაოდენობა %
საფრანგეთი 13 12.75
აშშ 12 11.76
დიდი ბრიტანეთი 10 9.80
გერმანია 9 8.84
იტალია 6 5.88
შვედეთი 6 5.88
რუსეთი 5 4.90
ესპანეთი 5 4.90
ირლანდია 4 3.92
პოლონეთი 4 3.92
დანია 3 2.94
ნორვეგია 3 2.94
ჩილე 2 1.96
საბერძნეთი 2 1.96
იაპონია 2 1.96
სამხრეთი აფრიკა 2 1.96
შვეიცარია 2 1.96
ავსტრალია 1 0.98
ავსტრია 1 0.98
ბელგია 1 0.98
კანადა 1 0.98
ჩინეთი 1 0.98
კოლუმბია 1 0.98
ჩეხოსლოვაკია 1 0.98
ეგვიპტე 1 0.98
ფინეთი 1 0.98
გვატემალა 1 0.98
უნგრეთი 1 0.98
ისლანდია 1 0.98
ინდოეთი 1 0.98
თურქეთი 1 0.98
ისრაელი 1 0.98
მექსიკა 1 0.98
ნიგერია 1 0.98
პორტუგალია 1 0.98
სენტ ლუსია 1 0.98
ტრინიდადი და ტობაგო 1 0.98
იუგოსლავია 1 0.98

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები