გიურზა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიურზა
გიურზა
გიურზა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: გველები
ოჯახი: გველგესლასებრნი
სახეობა: გიურზა
ლათინური სახელი
Vipera lebetina

გიურზა (Vipera lebetina), შხამიანი გველგესლასებრთა ოჯახისა. აქვს დაახლოებით 1,5 მ სიგრძის სხეული. რუხი ფერისაა, ზურგზე მუქი კოპლებით. გავრცელებულია ჩედილოეთ აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, შუა აზიის რესპუბლიკების სამხრეთ ნაწილში; საქართველოში - შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში. ბინადრობს ქსეროფიტულ ბიოტოპებში. ადის ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. ზაფხულის დამლევს დებს 15-20 კვერცხს, რომლებიდანაც 35-45 დღის შემდეგ იჩეკება 23-25 სმ სიგრძის წიწილები. გიურზა იკვებება ხვლიკებით, პატარა ფრინველებითა და მღრღნელებით, ბაჭიებით. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 3, გვ. 172-173, თ., 1978
პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე