|
ბამბუკის დათვი |
დიდი პანდა
|
| მეცნიერული კლასიფიკაცია |
|
|
| ლათინური სახელი |
| Ailuropoda melanoleuca |
| დაცვის სტატუსი |
|
|
| გავრცელების არეალი |
 |
|
|
ბამბუკის დათვი, დიდი პანდა (Ailuropoda melanoleuca), ძუძუმწოვარი ცხოველი ენოტისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 1,5 მ-მდეა, წონა 100 კგ-მდე. აქვს თეთრი ბალანი ყურებზე, ფეხებზე, კუდის წვერზე და მხრების მიდამოებში კი - შავი. ძირითადი კბილები მძლავრი და ბლაგვია. ბამბუკის დათვი გვხვდება ჩინეთში (აღმოსავლეთი ტიბეტი, სიჩუანი, იუნანი). ბინადრობს მთიან ადგილებში. ხეებზე კარგად ცოცავს. იკვებება უმთავრესად ბამბუკის ნორჩი ყლორტებით.
- ქსე, ტ. 2, გვ. 184, თბ., 1977