კოლონოკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კოლონოკი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Mustela sibirica | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
| არეალი | ||||||||||||
კოლონოკი (Mustela sibirica) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს. მასა — 650-820 გ. აქვს ღია წითური ფერის ხშირი ბეწვი, თეთრი ტუჩები და ნიკაპი. გავრცელებულია აზიაში. ყოფილ სსრკ-ში ციმბირში, ურალზე, შირეულ აღმოსავლეთში. ბინადრობს ტაიგაში, ნაწილობრივ ტყე-ველის ზონაში. იკვებება წვრილი მღრღნელებით, აგრეთვე ფრინველებით, ნაყოფით, კენკრით. მაკეობა 30 დღემდე გრძელდება. შობს 2-10 ნაშიერს. ძვირფასბეწვიანი ცხოველია. კუდის ბალნისაგან ამზადებენ მაღალხარისხოვან სამხატვრო ფუნჯებს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 589, თბ., 1980 წელი.