ერევანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ერევანი
Երևան
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა სომხეთი
სტატუსი დედაქალაქი
კოორდ. 40°10′11″ ჩ. გ. 44°31′12″ ა. გ. / 
ქალაქის მერი ერვანდ ზახარიანი
დაარსდა ძვ. წ. 782
ფართობი 227 კმ²
სიმაღლე 989.4
მოსახლეობა 1,111,300 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 4,896 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+4,ზაფხულშიUTC+5
ოფიციალური საიტი http://www.yerevan.am

ერევანი მდებარეობა სომხეთი

Red pog.svg

ერევანი (სომხ. Երևան ან Երեվան; ყოფილი სახელები ერებუნი და ერივანი) (მოსახლეობა: 1,111,300 (2009 წლის მონაცემებით)), სომხეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე რაზდანზე, კოორდინატებით 40°10′N 44°31′E. ერევანი დაახ. 2,780 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

ერევანი სომხეთის ისტორიის ლიტერატურაში პირველად VI საუკუნის დამდეგს იხსენიება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ლურსმული წარწერების მიხედვით, ურარტუს მეფე არგიშითი I-მა ძვ. წ. 782 ააგო ციხე ერებუნი, რომლის მახლობლად გაშენდა თანამედროვე ერევანი. XIII საუკუნიდან იზრდება ერევნის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა. 1440-იდან აღმოსავლეთ სომხეთის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1513-იდან 1735-მდე ციხე და ქალაქი მრავალჯერ ააოხრა ოსმალეთმა და ირანმა. 1604 წელს ერევანი აიღო აბას I-მა და სომხეთის მოსახლეობა ირანში გადაასახლა, მაგრამ ქალაქი მალე აღდგა და ერევნის სახანოს ცენტრი გახდა. XVII საუკუნეში ერევანში დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა. 1827 წლის 1 ოქტომბერს ქალაქი რუსეთის ჯარმა აიღო და თურქ-მანჩაის ზავით აღმოსავლეთ სომხეთის ტერიტორიასთან ერთად რუსეთს შეუერთა 1828 წელს. ერევანი ჯერ სამახრო ქალაქი იყო, 1849-იდან ერევნის გუბერნიის ცენტრი გახდა. 1902 წელს ერევანი რკინიგზით დაუკავშირდა თბილისს, 1908 - ჯულფას, რამაც ხელი შეუწყო ქალაქის ეკონომიკურ მომძლავრებას.

[რედაქტირება] კულტურა

[რედაქტირება] ეკონომიკა

[რედაქტირება] განათლება

[რედაქტირება] უბნები

[რედაქტირება] ცნობილი ერევნელები

[რედაქტირება] გალერეა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე