მალაიური დათვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მალაიური დათვი
Malayan Sun Bear - Oregon Zoo.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: დათვისებრნი
გვარი: Helarctos
სახეობა: მალაიური დათვი
ლათინური სახელი
Helarctos malayanus
გავრცელების არეალი
Sun Bear area.png

მალაიური დათვი (ლათ. Helarctos malayanus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. მალაიური დათვის სხეულის სიგრძე 1-1.4 მ, წონა 27-65 კგ აღწევს. მისი სიმაღლე მხრებში 70 სმ-ია. სიცოცხლის ხანგრძლივობა უცნობია. მსოფლიოში ყველაზე პატარა დათვი, ე.წ. მალაიური დათვი ბინადრობს სამხრეთ ჩინეთში, მიანმარში, მალაიზიაში, ინდოეთისა და ბორნეოს კუნძულებზე. მისი შავი ბეწვი მოკლე და პრიალაა, ხოლო მკერდზე აღენიშნება ნარინჯისფერი ლაქა. ამის გამო მას „მზის დათვსაც“ უწოდებენ. თუმცა, მალაიური დათვი არ ამართლებს თავის ამ სახელს და ღამით არის აქტიური. მთელი დღის განმავლობაში კი ხეებზე გაკეთებულ ტოტების პლატფორმაზე ისვენებს. ასეთი ადგილსამყოფელი ზოგჯერ 2 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს.

მალაიური დათვიც ყოვლისმჭამელ ცხოველთა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა მისი საყვარელი საჭმელია თაფლი. დროის უმეტეს ნაწილს იგი თაფლის ძებნაში ატარებს.

მალაიური დათვი ზომიერი ჰავის მიდამოებში ბინადრობს და აქტიურია მთელი წლის განმავლობაში. ამ სახეობის დაწყვილება წელიწადის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. პატარა ბელები იბადებიან ბუჩქნარის ფარულ ადგილებში. ამ დათვებს მხოლოდ ერთი მეწყვილე ჰყავთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]