სავათი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სავათი
Dabao.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
რიგი: წეროსნაირნი
ლათინური სახელი
Otis tarda

სავათი (ლათ. Otis tarda) — დიდი ზომის ფრინველი წეროსნაირთა რიგისა. გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, ნაწილობრივ მოზამთრეობისას. ბინადრობს ველ-მინდვრებზე, ზეგნებზე, ყამირ მიწებზე. ბუდობს წყვილებად ან მცირერიცხოვან გუნდებად. მაისში დებს 1-6 (ჩვეულებრივ 2) კვერცხს. ინკუბაცია 1 თვემდე გრძელდება. იკვებება მცენარეთა თესლით, ტუბერებით და სხვა, უფრო იშვიათად — მწერებით, მღრღნელებით. ყამირი მიწების ათვისებისა და ბრაკონიერული ნადირობის გამო მეტად იშვიათი გახდა. შეტანილია „წითელ წიგნში“.

ლიტერატურა[რედაქტირება]