ირბისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ირბისი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Uncia uncia | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
| გავრცელების არეალი | ||||||||||||||
ირბისი იგივე თეთრი ჯიქი (ლეოპარდი) (Panthera uncia), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 130 სმ, მასა 26-40 კგ. ბოლისფერ-ნაცრისფერი, თითქმის თეთრი ბალანი რგოლისებრი მუქი ხალებით აქვს მოფენილი. გავრცელებულია ცენტრალურ აზიის მაღალმთის ზონაში (3000-იდან 5000 მ-მდე). ნადირობს ღამით, ზოგჯერ დღისითაც (ნისლიან ამინდში). იკვებება ჩლიქოსნებით, კურდღლებით, ფრინველებით. მაკეობა 3 თვემდე გრძელდება. შობს 3-5 ბოკვერს. მეცხოველეობას ზიანს თითქმის არ აყენებს. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ირბისის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ავალიანი რ., ქსე, ტ. 5., გვ. 218, თბ., 1980