ინგლისური ენა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინგლისური ენა (ინგლისურად„English“) მიეკუთვნება ანგლო-ფრიზიულ ენათა ჯგუფს, რომელიც თავის მხრივ ინდო-ევროპული ენათა ქვეოჯახის, დასავლეთ გერმანიკულ ენათა შტოს წარმოადგენს.

ინგლისური ენა ყველაზე ახლოს დგას ფრიზიულ ენასთან. იგი ასევე მეტ-ნაკლებ სიახლოვეს ავლენს ნიდერლანდურ ენასთან და გერმანული ენის დიალექტებთან. გარკვეული სიახლოვე შეიმჩნევა აგრეთვე სალიტერატურო გერმანულ ენასთან.

V საუკუნეში დღევანდელი დანიისა და ჩრდილოეთგერმანიის ტერიტორიიდან გადმოსახლებულან ანგლები, საქსები და იუტები და დამკვიდრებულან თანამედროვე ინგლისის ტერიტორიაზე. ამ ტომთა ენების, ან დიალექტების საფუძველზე ჩამოყალიბდა შერეული ენა, რომელიც თანამედროვე ინგლისურის ფუძე-ენას წარმოადგენს. ინდოგერმანულ ენათა საწყისი ენა, იგივე პროტო-ინდოგერმანული ენა კი, სავარაუდოდ, ჩვ. წ.-ის V საუკუნის დადგომამდე ბევრად ადრე, დაახლოებით 5000 წლის წინათ უნდა არსებულიყო.

სექციების სია

[რედაქტირება] ინგლისური ენის გავრცელების არეალი

ინგლისური ენა არის ყველაზე გავრცელებული ენა დღევანდელ მსოფლიოში და მას გლობალურ, ან მსოფლიო ენასაც უწოდებენ. მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ჩინური ენაა, მაგრამ ჩინურს თავის მშობლიურ ენად მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეები მიიჩნევენ.
ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი უნდა აღემატებოდეს 380 მილიონ კაცს, რომლისგანაც მოლაპარაკეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთის კუნძულებზე, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბრიტანეთის ყოფილ კოლონიებში. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 360-370 მილიონ კაცზე მეტი ინგლისურ ენას ფლობს როგორც მეორე ენას. ამის საჭიროებას კი ჰქმნის ცალკეული ქვეყნების – ინდოეთის, პაკისტანის, ნიგერიის, კენიის და სხვა სახელმწიფოების მრავალენოვნება, სადაც ინგლისური ზერეგიონალური, ურთიერთგაგებინების საშუალებას წარმოადგენს. ამ ქვეყნებში ინგლისური ენა არის მეორე ოფიციალური ენა.
მრავალი ქვეყნის სკოლებში, სადაც ინგლისური არც პირველი და არც მეორე სახელმწიფო ენა არაა, ამ ენას შეისწავლიან როგორც პირველ უცხო ენას, მანამ სანამ მეორე, ან მესამე უცხო ენას დაიწყებდნენ. თანაც მეორე და მესამე ენები შესაძლოა სხვადასხვა იყოს, მაგრამ ინგლისურს ყოველთვის როგორც პირველ უცხო ენას შეისწავლიან-ხოლმე.
ინგლისური ენა პირველობს ასევე როგორც ძირითადი ოფიციალური, ან სამუშაო ენა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ან უბრალოდ საერთაშორისო თემატურ კონფერენციებზე.
ინგლისური ენა სარგებლობს ლათინური ანბანით.

[რედაქტირება] ქვეყნები ოფიციალური სტატუსით

  1. ამერიკის შეერთებული შტატები (210 მლნ.)
  2. დიდი ბრიტანეთი (55 მლნ.)
  3. კანადა (17,1 მლნ.)- ფრანგულთან ერთად
  4. ავსტრალია (15,7 მლნ.),
  5. ახალი ზელანდია (3,2 მლნ.) - მაორულთან ერთად
  6. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (3,5 მლნ.)- სხვა 11 ენასთან ერთად
  7. ირლანდია (2,6 მლნ.)- ირლანდიურთან ერთად
  8. ინდოეთი (მეორე ენა – 11 მლნ.) - სხვა 15 ენასთან ერთად
  9. ბაჰამის კუნძულები
  10. ბელიზი
  11. ბოცვანა
  12. გაიანა
  13. გამბია
  14. ზამბია
  15. კენია - სუაჰილისთან ერთად.
  16. კირიბატი
  17. ნიგერია
  18. პაკისტანი
  19. პაპუა-ახალი გვინეა - ტოკ-პისინთან და მოტუსთან ერთად.
  20. სინგაპური - მალაიურთან, თამილურთან და ჩინურთან ერთად.
  21. ფილიპინები - ფილიპინურთან ერთად.
  22. ფიჯი - ფიჯისთან და ჰინდისთან ერთად.

[რედაქტირება] საერთაშორისო ორგანიზაციები

  1. გაერო
  2. ევროპის კავშირი
  3. ევროსაბჭო
  4. ნატო
  5. ეუთო

[რედაქტირება] ინგლისური ენის ზოგადი მახასიათებლები

[რედაქტირება] სიტყვათა მარაგი

ინგლისური ენას გააჩნია ძალიან მდიდარი სიტყვის მარაგი, რომელიც თავისი განვითარების განმავლობაში მნიშვნელოვნად განივრცო და გაფართოვდა.
ინგლისური ენის სრული ლექსიკონი, „ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექსიკონი“ („Oxford English Dictionary“ 13 ტომი, 1933), „ახალი ინგლისური ლექსიკონი“ („A New English Dictionary on Historical Principles“ (10 ტომი, 1884-1933; შევსებული გამოცემა), ითვლის 500 000 სიტყვას.
ენათმეცნიერთა შეფასებით, თანამედროვე ინგლისური ენა უნდა მოიცავდეს ერთ მილიონ ზე მეტ სიტყვაზე. ამას ემატება უამრავი გამოთქმა სხვადასხვა სლენგიდან და დიალექტიდან, ისევე როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან და ტექნიკის სხვადასხვა სფეროდან შემოსული ცნება-ტერმინები, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან არის გამოყენებაში.
ინგლისური ენის ლექსიკის დაახლოებით ერთი ნახევარი გერმანიკული (ძველი ინგლისური და სკანდინავური), ხოლო მეორე ნახევარი კი რომანული (ფრანგული და ლათინური) სიტყვებისაგან შედგება.
ბოლო ორი-სამი ასწლეულის განმავლობაში ინგლისურ ენაში გამუდმებით შემოდიოდა სიტყვა-ნასესხობები, არამარტო ევროპისა და აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ენებიდან (ლათინური, ბერძნული, ფრანგული, სკანდინავური ენები, არაბული და სპარსული), არამედ ასევე ნაკლებად ცნობილი ენებიდან. სწორედ ამით აიხსნება დღევანდელი ინგლისური ვოკაბულარის დიდი მოცულობა.
ძველი ინგლისური ენიდან მომდინარეობს რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელები, პირის ნაცვალსახელები, მრავალი არსებითი და ზედსართავი სახელი.
ფრანგული ენიდან შემოსულია ძირითადად ინტელექტუალური, განყენებული ცნებები. მაგალითად რანგისა და სტატუსის გამომხატველი ისეთი სიტყვები როგორიცაა duke, marquis და baron ფრანგულიდანაა შემოსული.

[რედაქტირება] სიტყვათწარმოება

მრავალრიცხოვანი ახალი სიტყვების წარმოქმნასა და ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა სხვადსახვა ლინგვისტურმა პროცესებმა. ესენია;

  • ონომატოპეასიტყვათწარმოება, რომელიც ხმაბაძვის შედეგად წარმოქმნის ახალ სიტყვებს. მაგ.; burp და clink.
  • აფიგირება – სიტყვათწარმოება სიტყვის ფუძეზე პრეფიქსებისა და სუფიქსების მეშვეობით. პრეფიქსები და სუფიქსები კი შეიძლება მოხმობილიყო როგორც ენის შიდა არსენალიდან (როგორიცაა mis- და -ness), ასევე ნასესხები თავსართები და ბოლოსართები, როგორიცაა ex- და -ist.
  • კომპოზიტების თავისუფალი წარმოება, როგორიცაა bonehead და downpour. უკუწარმოება (ინვერსიული/რეტროგრადული წარმოება), სიტყვათწარმოება უკვე არსებული სიტყვების მეშვეობით, როცა ერთი შეხედვითვე ცხადია, თუ რომელი სიტყვა რომლისგან მომდინარეობს. მაგ.; to jell მომდინარეობს jelly-საგან.
  • სიტყვა brunch წარმომდგარია breakfast-ისაგან, კერძოდ კი brunch-ისა და lunch-ის სიტყვათა ნაწილების კომბინაციისაგან.
  • სიტყვის ფუნქციის ისეთი ცვლილება, როცა გარკვეული ტიპის სიტყვას ფორმა შეეცვლება და გამოიყენება სხვა მისთვის არაბუნებრივი სახით. მაგალითად არსებითი სახელი shower გამოიყენება ზმნად – to shower.

[რედაქტირება] ორთოგრაფია და ორთოეპია

ინგლისური ენის ორთოგრაფია რომ მნიშვნელოვნად განსხვავდება ორთოეპიისაგან ორი ისტორიულად განპირობებული მიზეზით აიხსნება:

  1. სიტყვათა მართლწერა დროთა განმავლობაში ნაკლებად იცვლებოდა, ვიდრე ჟღერადობა. მაგ.; დღესდღეობით არწარმოთქმადი „k“ სიტყვაში „knife“, ისევე როგორც „gh“ სიტყვაში „right“ თავდაპირველად წარმოითქმოდა. (იხილე საშუალო ინგლისური ენის პერიოდის დახასიათება).
  2. სიტყვათა უცხოური წყაროებიდან სესხებისას გამოიყენებდენ მართლწერის ურთიერთგანსხვავებულ კონვენციებს. მაგ.; ლათინური სიტყვის dubitare-ს სასარგებლოდ შეცვალეს და მანამდე არსებულ „doute“ ჩაუმატეს თანხმოვანი „b“ და ასე მიიღეს „doubt“.

განსხვავებები ორთოგრაფიასა და ორთოეპიაში განსაკუთრებით თვალშისაცემია 6 სხვადასხვა სიტყვის მაგალითზე, სადაც ყოველთვის თვალში გვხვდება „ough“ სიტყვის ნაწილში. მაგ.; : „bough“, „cough“, „thorough“, „thought“, through და „rough“. მართლწერაში შემორჩენილი „gh“, მომდინარეობს დროიდან, როცა ეს ფონემა ჯერ კიდევ წარმოითქმოდა; „gh“-ს წამოთქვამდნენ როგორც ქართული ანბანის ასო-ბგერა არს. ამ მაგალითის შემდეგ გერმანული და ინგლისური ენების მცოდნე უმალვე გაავლებს პარალელს ინგლისურ daughter-სა და გერმანულ Tochter-ს შორის.

დანარჩენი შეუსაბამობები შეინიშნება ბგერა -ს 14 სხვადასხვა წერითი ვარიაციაში. მაგ. anxious, fission, fuchsia და ocean.

[რედაქტირება] ფონემების როლი

ფონემა მნიშვნელობის განმასხვავებელი უმცირესი მჟღერი ერთეულია. თეორიაში ფონემათა წერილობითი ფიქსაციის მეშვეობით მაქსიმალურად უნდა დაფიქსირდეს ენის ჟღერადობრივი თვისებები. სიტყვა enough-ს აქვს ოთხი ფონემა და ექვსი ასო-ნიშნით იწერება. მსგავსი სურათია სიტყვა breath შემთხვევაშიც; გვაქვს ოთხი ფონემა და ექვსი ასო-ნიშანი. (იხილეთ ფონოლოგია.)

ინგლისური ენის მნიშვნელოვანი ხმოვანი ფონემებია (ნაჩვენებია მსხვილი შრიფტი): bit, beat, bet, bate, bat, but, botany, bought, boat, boot, book და burr.

ამ ფონემებს ერთმანეთისაგან განასხვავებენ საარტიკულაციო ადგილის მიხედვით. ოთხი ინგლისური ხმოვანი ბგერა (– დიფტონგები) წარმოიქმნება ერთი საარტიკულაციო ადგილიდან მეორე, უფრო მაღალ ადგილზე გადასვლის შედეგად.

[რედაქტირება] ინგლისური ენის განვითარების პერიოდები

ინგლისური ენა XVI საუკუნეში ჩამოყალიბდა ლონდონური დიალექტის საფუძველზე და დღემდე განვითარების სამი საფეხური, ან პერიოდი განვლო. ესენია;

  1. ძველინგლისური პერიოდი (იგივე ადრეულ ანგლო-საქსურად წოდებული პერიოდი). იგი მოიცავს დროის მონაკვეთს 449-დან 1066-მდე და შესაძლოა ნაწილობრივ 1100-მდეც კი.
  2. საშუალო ინგლისური პერიოდი მოიცავს 1066-1100 წლებიდან 1450 წლამდე და ნაწილობრივ 1500 წლამდე დროსაც კი.
  3. თანამედროვე ინგლისური ენა, ანუ ახალინგლისური პერიოდი მოიცავს დროს 1450 წლიდან, ან ასევე შესაძლებელია 1500 წლიდან დღემდე.

ამ ბოლო პერიოდს რაც შეეხება, იგი თავის მხრივ კიდევ ორ პერიოდად დაიყოფა – ადრეულ ახალ ინგლისურ (დაახლ. 1500-დან 1660 წლამდე) და ახალ ინგლისურ პერიოდებად (დაახლ. 1660-დან დღემდე.).

ინგლისურ ენას წერილობითი ძეგლები VII საუკუნიდან მოეპოვება.

[რედაქტირება] ფლექსია

თანამედროვე ინგლისურ ენაში ფლექსია ნაკლებად არის განვითარებული.

არსებითი სახელი: არსებით სახელებს დაბოლოებები მხოლოდ მხოლობით რიცხვის ნათესაობით ბრუნვაში დ მრავლობით რიცხვში აქვთ.
ზმნა: ზმნები ორ ჯგუფად დაიყოფა.
შედარებით ძველი ზმნები ძლიერი უღლებით ხასიათდება. ძლიერ ზმნებს ეცვლებათ ფუძისეული ხმოვანი. მაგ.; sing, sang, sung.
შედარებით ახალი ზმნები სუსტი უღლებით ხასიათდება. სუსტი ზმნები ნამყოში დაირთავენ ე. წ. დენტალურ სუფიქსებს. მაგ.; play, played.

ძლიერი ზმნების რიცხვი 150-ს აღემატება, მაგრამ დღესდღეობით აქტიურ გამოყენებაში მხოლოდ 66 ძლიერი ზმნა არის. საერთოდ, ინგლისურ ზმნას სხვა გერმანიკულ ენებთან საკმაოდ უბრალო სტრუქტურა აქვს.

ზედსართავი სახელი: ერთმარცვლიანი და ასევე ზოგიერთი ორმარცვლიანი ზედსართავი სახელები შედარებითი ხარისხების წარმოებისას ფლექსიას განიცდის. მაგ.; larger, ან happiest; დანარჩენი ზედსართავები კი უბრალოდ more და most დაირთავენ წინ.
ნაცვალსახელი: ინგლისური ნაცვალსახელი ყველაზე უფრო ძლიერად განიცდის ფლექსიას. მას გააჩნია ფორმები ობიექტური ბრუნვისთვის. მაგ.; me და her, სახელობით ბრუნვისთვის კი I, he, we, ხოლო კუთვინლებითი ფორმებისთვის არსებობს my, his, hers, our.

[რედაქტირება] მეტყველების ნაწილები

მიუხედავად იმისა, რომ გრამატიკის სახელმძღვანელოთა მრავალი ავტორი ინგლისური ენის სიტყვათა მარაგს ძველბერძნულ-ლათინური ტრადიციის მიხედვით 8 ნაწილად ჰყოფდა, ახალ დროში იყო მცდელობა ამ ენის სხვაგვარად კლასიფიცირებისა. ამერიკელმა ლინგვისტმა ჩარლზ კარპენტერ ფრისმა (Charles Carpenter Fries) 1952 წელს თავის წიგნში „ინგლისური ენის სტრუქტურა“ („The Structure of English“) სიტყვების უმეტესობა ოთხ დიდ კლასად დაჰყო.

ინგლისურ წინადადებაში სიტყვათა თანმიმდევრობა ფიქსირებულია. ორთოგრაფიაში მნიშვნელოვანწილად შენარჩუნებულია ტრადიციული ფორმები.

[რედაქტირება] ინგლისური ენის მორფოლოგია

[რედაქტირება] ზმნები: შესავალი (introduction to verbs)

[რედაქტირება] ზმნის კლასები

ა) ინგლისურ ენას აქვს ზმნის ორი კლასი:

  • დამხმარე ზმნები (ასევე ცალკეულ პარადიგმებში): to be, to have, to do; can, could, may, might, must, ought, shall, should, will.
  • დამოუკიდებელი ზმნები: to work, to sign, to pray.

შენიშვნა: ზმნებს to be, to have არა მარტო დამხმარე ზმნის ფუნქცია აქვთ, არამედ აგრეთვე დამოუკიდებელი ფუნქცია.

ზემოთჩამოთვლილ ზმნათაგან განსხვავებით ინგლისური ენის ყველა დანარჩენ ზმნას შეიძლება მხოლოდ დამოუკიდებელი ფუნქცია ჰქონდეს: to work, ti sing, to pray.

ბ) ისეთ ზმნებს, როგორიცაა be, have, need და dare სრული ზმნების დარად გააჩნიათ ინფინიტიური (განუსაზღვრელი) და პარტიციპული (მიმღეობითი) ფორმები, მაგრამ can, could, may, might, must, ought, shall, should, will და would ზმნები არ იცნობენ ზემოთხსენებულ განუსაზღვრელ და მიმღეობით ფორმებს და შეუძლიათ იწარმოონ ზმნის ფორმათა მხოლოდ გარკვეული, მეტად შეზღუდული რაოდენობა. სწორედ ინფინიტივის არქონის გამო ამგვარ ზმნებს დასახელებისას წინ to-ს არ დაურთავენ.

[რედაქტირება] დამოუკიდებელი ზმნები (ordinary verbs)

ინგლისურ ზმნას გააჩნია შემდეგი აქტიური ფორმები;

თხრობითი ფორმა უარყოფითი ფორმა

ინფინიტივ-პრეზენსი
(განუს. ფორმა, ახლ. დრო),

to work

not to work

ინფინიტივ-პრეზენსის
განგრძობითი ფორმა,

to be working

not to be working

ინფინიტივ-პერფექტი,

to have worked

not to have worked

ინფინიტივ-პერფექტი
განგრძობითი ფორმა,

to have been working

not to have been working

პარტიციპ-პრეზენსი
და გერუნდივი,

working

not working

პარტიციპ-პერფექტი
და გერუნდივი,

having worked

not having worked

პარტიციპ-პერფექტი
(წარსული დროის
მაწარმოებელი)

worked


დამოუკიდებელი და წესიერი ზმნები ნამყოსა და ნამყო მიმღეობით (პარტიციპ-პერფექტი) ფორმებს იწარმოებენ ინფინიტივზე -d-ს ან -ed-ს დართვით. ზოგჯერ შეიძლება ზმნის განუსაზღვრელი ფორმის ბოლო თანხმოვანი გაორმაგდეს. მაგ.; sleep, sleepped.

აწმყო მიმღეობისა (პარტიციპ-პრეზენსი) და გერუნდივის ფორმები ერთი საერთო წესის მიხედვით იწარმოება და კერძოდ; ზმნის ინფინიტივი დაირთავს -ing დაბოლოებას. რაც შეეხება თანხმოვანთა გაორმაგების წესს, ის ამ შემთხვევაშიც მოქმედებს.

[რედაქტირება] ზმნის დროთა ფორმები

ა) ფორმები

აწმყო
present

განუსაზღვრელი simple
განგრძობითი continuous
სრული perfect
სრული განგრძობითი perfect continuous

he works
he is working
he has worked
he has been working

ნამყო
past

განუსაზღვრელი simple
განგრძობითი continuous
სრული perfect
სრული განგრძობითი perfect continuous

he worked
he was working
he had worked
he had been working

მყოფადი
past

განუსაზღვრელი simple
განგრძობითი continuous
სრული perfect
სრული განგრძობითი perfect continuous

he will work
he will be working
he will have worked
he will have been working

აწმყო
present

კონდიციონალი conditional
განგრძობითი კონდიციონალი conditional continuous

he would work
he would be working

ნამყო
perfect

კონდიციონალი conditional
განგრძობითი კონდიციონალი conditional continuous

he would have worked
he would have been working

ბ) თხრობითი წინადადებების მოკლე ფორმები
დამხმარე ზმნებს be, have, will, would შემდეგი მოკლე ფორმები აქვთ:

am, ან 'm, have, ან 've, will, ან 'll, is, ან 's, has, ან 's, would, ან 'd, are, ან 're, had ან 'd.

ზმნა has ფორმის შესამოკლებლად შეიძლება s გამოიყენებოდეს, ხოლო had და would ფორმებისა კი – d:

he's going = he is going.
he's gone = he has gone.
He'd paid = He had paid.
He'd like a drink = He would like a drink.

მოკლე ფორმები გამოიყენება აგრეთვე ნაცვალსახელების, here, there, ზოგიერთი კითხვითი სიტყვის პატარა არსებითი სახელების შემდეგ:

Here's your pen.
The twins've arrived.
The car'd broken down.

თხრობითი წინადადების ბოლოში მოკლე ფორმის გამოყენება შეუძლებელია.

მაგ.; You arn't in a hurry but I am.

მოცემული წინადადების ბოლოს შემოკლებული ფორმის – I'm დასმა სრულიად მიუღებელი იქნებოდა.

ზმნათა shall, ან should, was და were ფორმებს არ გააჩნიათ შემოკლებები, მაგრამ სასაუბრო ენაში ამგვარი შემოკლებული ფორმები არსებობს და ისმის სამეტყველო ნაკადში ისმის ასე; [ʃl], [ʃəd], [wəs], [wə(r)].

გ) აქცენტუირება, მახვილის დასმა
დამხმარე ზმნები თავიანთი ფუნქციის შესრულებისას არ დაირთავენ მახვილს, ხოლო მთავარი (მნიშვნელობის მტარებელი) ზმნა კი დაირთავს ამგვარ მახვილს.

[რედაქტირება] ზმნის დროთა უარყოფითი ფორმები

ა) ახლანდელი დროის აწმყო განუსაზღვრელის (present simple) ფორმა: მხოლობითი რიცხვის მესამე პირში does not, ან doesn't + ინფინიტივი: სხვა პირებში do not, ან don't + ინფინიტივი.

ნამყო განუსაზღვრელი (past simple) ფორმა: უარყოფის გამოსახატავად ყველა პირში გვაქვს did not / didn't + ინფინიტივი.

სასაუბრო ენაში ხშირია შემოკლებული ფორმების გამოყენება:

He does not, ან doesn't answer letters.
They do not, ან don't live here.
I did, ან didn't phone here.
She did not, ან didn't wait for me.

უარყოფითი ფორმების საწარმოებლად საჭიროა წინადადებაში not დავსვათ დამხმარე ზმნის შემდეგ.
სასაუბრო ენაში, მეტყველებაში ხშირია შემოკლებები:

He has not, ან hasn't finished.
He would not, ან wouldn't come.

ბ) მოკლე ფორმები უარყოფით წინადადებებში.
დამხმარე ზმნები be, have, will, would, shall, should, do შემოკლდებიან შემდეგნაირად:

am not = 'm not.
is not = 'isn't, ან 's not.
are not = aren't, ან 're not.
I'm not going and Tom isn't going, ან Tom's not going.
We aren't going, ან We're not going.

have not და has not ფორმების შემოკლებული ვარიანტები არის haven't და hasn't, ხოლო პერფექტის მოკლე ფორმები შესაძლებელია ასე გამოიყურებოდეს: 've not და 's not.

We haven't seen him, ან We've not seen him.
He hasn't, ან He's not come yet.

Will not შემოკლდება და ასე ფორმას მიიღებს won't, მაგრამ ასევე შესაძლებელია 'll not ფორმაც .
გ) ინგლისურ ენაში უარყოფითი წინადადება შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ერთ უარყოფას. წინადადებაში აზრის ე. წ. ორმაგი უარყოფა წინადადების აზრს შემოატრიალებს სრულიად სხვა, ანუ დადებითი მიმართულებით: Nobody did nothing სიტყვასიტყვით თარგმანში არავინ აკეთებდა არაფერს, სინამდვილეში კი ინგლისელი ამ გამოთქმით მიიღებს, ან გასცემს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყოველი რაღაცას იქმოდა.
ასეთი მნიშვნელობით გამოიყენება ისეთი სიტყვები, როგორიცაა never, no (ზედსართავი სახელი), none, nobody, no one, nothing, hardly, hardly ever და მისთ.. იტყვიან:

He didn't eat anything. = He ate nothing.
He doesn't ever complain. = He never complains.
He haven't seen anyone. = He have seen one.
They didn't speak much. = They hardly spoke at all., ანდა They hardly ever spoke.

[რედაქტირება] კითხვითი ფორმები – შეკითხვა და თხოვნა

ა) აწმყო განსუზღვრელი დროის კითხვითი ფორმა: does he, (she, it) + ინფინიტივი.

do I (you, we, they) + ინფინიტივი.

ნამყო განსუზღვრელი დროის კითხვითი ფორმა: did + ქვემდებარე (სუბიექტი) + ინფინიტივი.

do I (you, we, they) + ინფინიტივი.

მაგ.;

Does Peter enjoy parties?
Did he enjoy Ann's party?

ყველა სხვა დანარჩენ დროში კითხვითი ფორმები იწარმოება დამხმარე ზმნის შემდეგ ქვემდებარის (სუბიექტის) დასმით:

Have you finished?
Are you coming?

ბ) დამხმარე ზმნების შემოკლებული ფორმები კითხვით წინადადებებში.

1
am, is, are, have, had, will და would

ისეთი სიტყვების შემდეგ როგორიცაა how, what, who, where, why, შეიძლება მოკლე ფორმები გამოვიყენოთ.

How will, ან How'll he get there?
What has, ან What's happend?
is და will შეიძლება when-ის შემდეგ შემოკლდეს:
When is, ან When's he coming?

სიტყვა which-ის შემდეგ დამხმარე ზმნამ will შეიძლება ასე შემოკლდეს:

Which will, ან Which 'll you have?

თუ ზმნა პირველ ადგილზეა წინადადებაში, მაშინ დაწერისას არ გამოვიყენებთ მოკლე ფორმას. აქ გამონაკლისია მხოლოდ უარყოფით-კითხვითი ფორმები. მეტყველებაში შემოკლებები უფრო გვხვდება, ვიდრე თხზულებებში.

2

shall, should, do და did ფორმებს შემოკლებები არ გააჩნია. თუმცა აქაც არის მცირე გამონაკლისი do-ს სახით; do you ზოგჯერ d'you ფორმითაც გვხვდება. მეტყველებაში არც ისე იშვიათად shall, shoud და do you ფორმებს ასე შეამოკლებენ-ხოლმე [ʃl, ʃəd, dju:].

გ) კითხვით ფორმებს გამოიყენებენ შეკითხვებისათვის გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

1

თუ შეკითხვა ქვემდებარულია, ანუ კითხვითი წინადადებით ქვემდებარის დაზუსტებას მოითხოვენ:
მაგ,;

Who told you?
What happened?
2

ირიბ წინადადებაში:

He said, „Where does she live?“ = He asked where she lived.
3

თუ შეკითხვის წინ დგას ისეთი მყარი გამონათქვამები, როგორიცა Do you now, Can you tell me, I want to now, I'd like to now, I wonder / was wondering, Have you any idea, Do you think:

What does it start?

მაგრამ: Have you any idea what time it starts?

Where does Peter live?

მაგრამ: I wonder where Peter lives?

Will I have to pay duty on this?

მაგრამ: Do you think I'll have / Do you now if I'll have to pay duty?

დ) თხოვნა ასევე გამოიხატება კითხვით ფორმაში.

ე)

ვ)

[რედაქტირება] უარყოფით-კითხვითი ფორმები

ა)

ბ)

გ)

[რედაქტირება] დამხმარე ზმნები (auxiliary verbs)

[რედაქტირება] რიცხვითი სახელი: წელი და თარიღი, წონა, ზომის ერთეულები

[რედაქტირება] რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელი

რაოდენობითი
რიცხვითი სახელი
რიგობითი
რიცხვითი სახელი

1 -

one

first

2 -

two

second

3 -

three

third

4 -

four

fourth

5 -

five

fifth

6 -

six

sixth

7 -

seven

seventh

8 -

eight

eighth

9 -

nine

ninth

10 -

ten

tenth

11 -

eleven

eleventh

12 -

twelve

twelfth

13 -

thirteen

thirteenth

[რედაქტირება] ინგლისური სიტყვები და ფრაზები

  • გამარჯობა - Hello
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Welcome
  • გმადლობთ - Thank you
  • კი / არა - Yes / No
  • გეთაყვა - Please
  • ნახვამდის - Good-bye
  • ჩემი სახელია .....- My name is ....

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Crystal, D. [1997]: The Cambridge encyclopedia of the English language. 2-ე გამოცემა. Cambridge.
  • McArthur, T., ed. [1992]: The Oxford companion to the English language. Oxford.
  • Cambridge History [1992-დან]: The Cambridge History of the English language. 6 ტომად. Cambridge.
  • Cobuild, C. [1990]: English grammar. London.
  • Huddleston, R. [1984]: Introduction to the grammar of English. Cambridge.
  • Jespersen, O. [1909-1949]: A modern English grammar on historical principles. 7 ტომად. London.
  • Mitchell, B. [1995]: An invitation to Old English and Anglo-Saxon England. Oxford.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე