რუსული ენა
| რუსული русский |
|
| გავრცელებულია | რუსეთი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ისრაელი, აშშ |
| მოლაპარაკეთა რაოდენობა | მშობლიური ენა: 164 მლნ. მეორე ენა: 114 მლნ. (2006) სულ: 300 — 350 მლნ.
|
| ოფიციალური სტატუსი | არცნობილი ქვეყნები: ორგანიზაციები:გაერო იუნესკო დსთ ევრაზესი შთო სუამი |
| ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ოჯახი:
|
| დამწერლობის სისტემა | კირილიცა |
| ენის კოდები | ISO 639-1: ru ISO 639-2: rus ISO 639-3: rus |
| რუკა | |
|
|
|
| ვიკისივრცე | |
|
|
|
რუსული ენა — რუსი ხალხის ეროვნული ენა. მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის აღმოსავლეთ სლავურ ენებს[1]. რუსული ენის დამწერლობის ისტორია იწყება X საუკუნიდან.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
რუსული ენა მომდინარეობს ძველი რუსული (ანუ აღმოსავლურ სლავური) ენიდან, რომელიც აღმოცენდა წინარესლავური ენის დიფერენციაციის შედეგად VI-VII საუკუნეში(აღმოსავლურ ენასთან ერთად გამოიყო დასავლური და სამხრეთული ჯგუფები).[1] რუსული ენა გამოიყო ძველრუსული ენიდან XIV—XV სს-ში, რომლისგანაც მომდინარეობს აგრეთვე უკრაინული და ბელორუსული ენები. XVII ს-ში რუსი ხალხი ჩამოყალიბდა ერად საკუთარი ეროვნული ენით. რუსული ენის დიალექტურ დაყოფაზე საუბარი შესაძლებელია რუსების ძირძველი განსახლების არეალში, რომლის პირობითი საზღვრებია: სამხრეთით — ტამბოვი და ვორონეჟი, დასავლეთით — სანკტ-პეტერბურგისა და კოტლასის (არხანგელსკის ოლქში) ხაზი, ჩრდილოეთით — ვეტლუგა (ნოვგოროდის ოლქში), აღმოსავლეთით — სარანსკი (მორდოვეთი).
XV საუკუნიდან რუსულ ენაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: დაიკარგა ორობითი რიცხვის კატეგორია, გაქრა წოდებითი ბრუნვა, მრავლობითი რიცხვის მიცემით, მოქმედებით და წინდებულიან ბრუნვებში არსებითი სახელის დაბოლოება გახდა უნიფიცირებული(-ам -ами -ах)[1]. მრავლობით რიცხვში ზედსართავი სახელები სქესის მიხედვით აღარ იცვლება, ზმნის მესამე პირისთვის გაბატონდა მაგარი т, ხმარებიდან გამოვიდა რთული ზმნური ფორმები(პერფექტი, პლუსკვამპერფექტი), აღარ იხმარება აორისტი და იმპერფექტი; ყველა ეს ფორმა შეიცვალა ნამყოში -л დაბოლოებით(шёл, сделал, прыгнул...). ამ პერიოდში რელიგიური ლიტერატურა, მეცნიერული შრომები იწერებოდა მწიგნობრული სლავური ენით, ხოლო იურიდიული აქტები - ხალხური ენით[1].
რუსულმა ეროვნულმა ენამ ჩამოყალიბება დაიწყო XVII საუკუნეში და XIX-XX საუკუნეებში დაამთავრა მნიშვნელოვანი ცვლილებები. მის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა: დოსტოევსკიმ, ტოლსტოიმ,ალექსანდრე პუშკინმა და სხვებმა[1].
XVIII საუკუნის დასაწყისში 1708 რუსული საერო ანბანი გამოეყოსაეკლესიოს. ასოების რაოდენობა შემცირდა, მათი მოხაზულობა გამარტივდა. XVIII ს. II ნახევარიდან ლიტერატურა საერო ხასიათს ატარებს.
ალექსანდრე პუშკინის დროიდან იწყება ენის განვითარების ახალი ხანა. ამ დროიდან დგინდება ახალი ლექსიკური, მორფოლოგიური,სინტაქსური, ფონეტიკური ნორმები. XX საუკუნეში რუსულ სალიტერატურო ენის განვითარება დაკავშირებულია მაქსიმ გორკის ალექსანდრე ბლოკისა და სხვათა სახელებთან.
[რედაქტირება] ენის დახასიათება
რუსულ ენაში 5 ხმოვანი (а,о,у,е,и) და 34 თანხმოვანი ფონემაა. მახვილიანი ხმოვნები — а,о,е განსხვავდება უმახვილოებისგან.[1].სიტყვის ბოლო მჟღერი თანხმოვანი ყრუვდება. რუსულ სალიტერატურო ენაში თანხმოვანი г მსკდომია და არა სპირანტი[1]. მჟღერი და ყრუ , აგრეთვე რბილი და მაგარი თანხმოვნები ქმნიან კორელატიურ წყვილებს. ზოგი თანხმოვანი ან მხოლოდ მაგარია ან მხოლოდ რბილი. სიტყვის დასაწყისში დამახასიათებელია ასო о[1].
არსებით სახელებს აქვს სქესის სამი ფორმა:მდედრობითი, მამრობითი და საშუალო.
[რედაქტირება] გავცელებადობა
ოფიციალური ენა:
- ბელარუსი — ბელორუსულთან ერთად.
- რუსეთი
- ყაზახეთი — ყაზახურთან ერთად.
- ყირგიზეთი — ყირგიზულთან ერთად.
- აფხაზეთი[2]
- გაერო
გავრცელების არეალი: რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი …
[რედაქტირება] ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა — Здравствуйте; Привет
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება — Добро пожаловать
- გმადლობთ — Спасибо
- კი / არა — Да / Нет
- გეთაყვა — Пожалуйста
- ნახვამდის — До свидания
რიცხვები
|
|
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 516, თბ., 1984 წელი.
- ↑ საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის ქართული და, აგრეთვე, აფხაზური. არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად კი, სახელმწიფო ენა არის რუსული და აფხაზური
|
|||||||||||||||||