კასპიის ზღვა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კასპიის ზღვა
აზერ. Xəzər dənizi
ყაზახ. Каспий теңізі
სპარს. دریای خزر
თურქმ. Hazar deňzi
რუს. Каспийское море
Boats at the Caspian Sea Beach.jpg
კოორდინატები:

42°00′00″ ჩ. გ. 51°00′00″ ა. გ. / 

მდებარეობა აზიისა და ევროპის საზღვარზე
სიმაღლე ზღვის დონიდან -28 
ფართობი 371 ათასი კმ²
მოცულობა 78,2 ათასი კმ³
ჩამდინარე მდინარეები ვოლგა, ურალი, თერგი, მტკვარი და სხვა

კასპიის ზღვა მდებარეობა აზია

Blue pog.svg
კასპიის ზღვა

კასპიის ზღვა (ზოგგან მოიხსენიება როგორც დარუბანდის ზღვა, ზოგგან — გურგენის ზღვა) — ხმელეთშუა მოქცეული ენდორეული ზღვაა ევრაზიაში, აზიისა და ევროპის გასაყართან; მსოფლიოს უდიდესი ხმელეთს შორის მოქცეული წყლის აუზი; მისი ფართობია 371.000 კმ², მაქსიმალური სიღრმე 1025 მ. შესაბამისად მას ზღვისა და ტბისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. მას ხშირად ასევე მსოფლიოს უდიდეს ტბადაც მოიხსენიებენ, თუმცა იგი მტკნარი არ არის. მისი მარილიანობა დაახ. 1,2 % შეადგენს, რაც ზღვის წყლის მარილიანობის მესამედია.

კასპიის ზღვას სახელი ეწოდა მის სამხრეთ-დასავლეთით მცხოვრები ტომის - კასპების გამო. კასპიის ზღვაში მდებარეობს ყარა-ბოღაზ-გოლის (შავი ხახის ყურე) ყურე რომელიც თურქმენეთის ტერიტორიაზეა შეჭრილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]