ტუნგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტუნგი
Starr 020803-0119 Aleurites moluccana.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: რძიანასებრნი
ლათინური სახელი
Aleurites

ტუნგი, ტუნგის ხე (ლათ. Aleurites) — ფოთოლმცვივანი გვარის ხე რძიანასებრთა ოჯახისა. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული, მთლიანია ან 3—5-ნაკვთიანი. ყვავილი ცალსქესიანია, 5-ფურცლიანი გვირგვინი აქვს. ნაყოფი კურკიანია, დიამეტრი 6 სმ-მდე. თესლი მსხვილია (2-3 სმ), სახეობათა უმეტესობა — შხამიანია. დიდი რაოდენობით შეიცავს მაღალხარისხოვან ზეთს, რომელიც გამოიყენება პარაფინისა და გაზეთვის სახით; აგრეთვე წარმოადგენს ლაქის, საღებავისა და საპნის შემადგენელ ნაწილს, ხოლო შხამიანი ნივთირებების მოცილების შემდეგ კულინარიული ზეთის სახითაც იხმარება. საუკეთესო ტუნგის ზეთს ღებულობენ ჩინური ტუნგისგან, რომელიც კულტივირებულია ჩინეთსა და ბევრ თბილ ქვეყანაში. ძვირფას ტექნიკურ ზეთს იძლევა აგრეთვე მთის ტუნგი, იაპონური ტუნგი და სხვ. მათ წარმატებით იყენებენ მრეწველობაში.

საქართველოში ტუნგი 1896 წელს შემოიტანეს. 1986 წლის მონაცემებით მას ეკავა 7 ჰა ფართობი. ჰა-ზე 360 მცენარე ირგვება. მისი ყოველწლიური მოსავალი 12 ათას ტონას აღემატება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტუნგი&oldid=2634304“-დან