ლემურისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლემურისებრნი
Ring tailed lemur and twins.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: პრიმატები
ოჯახი: ლემურისებრნი
ლათინური სახელი
Lemuridae

ლემურისებრნი (Lemuridae) — ძუძუმწოვრების ოჯახი პრიმატების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 13-37 სმ, კუდისა — 16-56 სმ აღწევს. სხეული შემოსილი აქვთ რბილი და გრძელი ბალნით. თითები ბოლოვდება ფრჩხილებით (ტერფის მეორე თითზე ბრჭყალია). კიდურები სატაცია. მკერდზე 2 სარძევე ჯირკვალია (რუხ პაპალემურს — მხრებზე). აქვთ 36 კბილი. თავის ტვინი სუსტადაა განვითარებული. ცნობილია 6 გვარის 14 სახეობა. ლემურისებრნი გავრცელებულნი არიან მადაგასკარზე. ბინადრობენ ტყეში. იკვებებიან ხილით, ფოთლებით, ყვავილებით, მწერებითა და მათი მატლებით. მაკეობა 2-5 თვემდე გრძელდება. აქტიურები არიან ღამე ან ბინდში. დღე სძინავთ ფუღუროებსა ან ბუდეებში. ზოგნი ჯგუფებად (4-10 ინდივიდი) ან ჯოგებად (60-მდე ცხოველი) ცხოვრობენ, ზოგნი — წყვილებად ან მარტოულადაც. შობენ 1-3 ნაშიერს. ლემურისებრნის საერთო რაოდენობა თანდათანობით კლებულობს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 6, გვ. 168, თბ., 1983