ზოლებიანი აფთარი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზოლებიანი აფთარი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: აფთრისებრნი
გვარი: აფთარი
სახეობა: ზოლებიანი აფთარი
ლათინური სახელი
Hyaena hyaena
არეალი


სისტემატიკა
ვიკისახეობებში


სურათები
ვიკისაწყობში


ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena), ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი, აფთრისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 60-85 სმ, სხეულის სიგრძე 95-120 სმ, კუდის 26-45 სმ, წონა 25-45 კგ აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობაში 13 წელია. ზოლებიანი აფთარი ყველაზე პატარაა აფთრებს შორის. გავრცელებულია აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში, შუა აღმოსავლეთიდან მოყოლებული არაბეთის ნახევარკუნძულამდე, ინდოეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე. იგი ბინადრობს წყლიდან 10 კილომეტრის მოშორებით. მისი ბეწვი რუხი ან ღია ყავისფერია და მუქი ზოლები გასდევს. ზურგზე 20 სანტიმეტრამდე ფაფარი ეზრდება.

პირადი ხელსაწყოები