ჯოჯო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოჯო თოვლში

ჯოჯო (ლათ. Ulex) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა, 2 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქებია. სქლად შებუსული ეკლიანი ტოტები და ქერქლისებრი ფოთლები აქვთ. დიდი, მოოქროსფრო-ყვითელი ყვავილები ორ-ორად სხედან ფოთლის იღლიებში.

გვარში 2-მდე სახეობაა, რომლებიც გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში. საქართველოში (კოლხეთში) გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა — ევროპული ჯოჯო (Ulex Europaeus). იზრდება ზღვისპირა რაიონებში, დეგრადირებულ ფერდობებზე, გზის პირებზე. გაველურებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჯოჯო&oldid=3565069“-დან