თეთრი დათვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრი დათვი
Ursus maritimus in Alaska.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: დათვისებრნი
გვარი: Ursus
სახეობა: თეთრი დათვი
ლათინური სახელი
Ursus maritimus
არეალი
Polar bear range map.png

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 180542

თეთრი დათვი (ლათ. Ursus maritimus — ზღვის დათვი) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. არქტიკული ფაუნის ტიპობრივი წარმომადგენელი. გავრცელებულია ჩრდილოეთ ყინილოვანი ოკეანის კუნძულებსა და სანაპიროებზე. მამრის სხეულის სიგრძე 2.5-3 მ, ხოლო მდედრის 2-2.5 მ აღწევს. მამრების წონა 400-650 კგ (იშვიათ შემთხვევაში 1000კგ), ხოლო მდედრების 175-300 კგ. სიცოცხლის ხანგრძლივობა 20-30 წელია. სხეული დაფარულია თეთრი (მოყვითალო), ხშირი, გრძელი ბალნით. თეთრი დათვის ძირითადი საკვებია სელაპი, ჭამს აგრეთვე თევზს, ფრინველებსა და მათ კვერცხებს, ლეშს. ზამთრის ძილს არ ეძლევა. კარგად ცურავს და ყვინთავს. ცურვაში ეხმარება სქელი კანქვეშახიმის ფენა, რომელიც ამცირებს ცხოველის კუთრ წონას და იცავს მას სიცივისაგან. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ შობს 1-2, იშვიათად 3 ბელს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4 წლისა (მამალი უფრო გვიან). თეთრი დათვის ტყავს იყენებენ ნოხად, ხორცს — საკვებად. ზოოექსპორტის ძვირფასი ობიექტია. მასზე ნადირობა ზოგ ქვეყნებში აკრძალულია, ზოგან კი — შეზღუდული.

ჩრდილოეთ პოლუსის ყინულები, რომელიც გადაჭიმულია რუსეთამდე, გრენლანდიამდე, ნორვეგიამდე, კანადასა და აშშ-მდე, თეთრი დათვის არასტუმართმოყვარე სამმშობლოს წარმოადგენს. თეთრი დათვი ერთ-ერთე უდიდესია დათვებს შორის. ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი — ყველაზე დიდი.

თეთრი დათვის ლათინური დასახელება ნიშნავს „ზღვის დათვს“, რადგან იგი გავრცელებულია იმ ადგილებში, სადაც ყინულებიანი ზღვა ხვდება დედამიწას. წყალი მათთვის სახლივით არის. თეთრი დათვი საუკეთესო მცურავი და მყვინთავია. წყალში იგი 20 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, ხოლო წყალქვეშ ორი წუთის განმავლობაში ძლებს. წყალში მათ იცავთ კანქვეშა საიზოლაციო ცხიმის სქელი ფენა და წყალგაუმტარი ბეწვი.

თეთრი დათვის ხშირი ბეწვი ძალიან ღია ყვითელი ფერისაა იმისათვის, რომ შეერწყას თოვლიან გარემოს. კიდურების მიდამოებში ბეწვი გრძელია, რაც ეხმარება დათვს სრიალა ყინულზე გადაადგილებისას. თეთრ დათვს დიდი მანძილის გავლა შეუძლია. ის გაცილებით მეტს მოძრაობს, ვიდრე სხვა დათვები. თეთრი დათვი არა მარტო ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებთან ცხოვრობს, არამედ ხშირად მცურავ ყინულებზეც გვხვდება. ასეთი ყინული ზოგჯერ 50 000 კვ.კმ.-ის ფართობსაც აღწევს.

თეთრი დათვების ძირითად საკვებს სელაპები წარმოადგენენ. მათზე ნადირობისას ისინი ყინულის ქვევიდან უსაფრდებიან მსხვერპლს, ცურვით მისდევენ მათ და უეცრად „ამოხტებიან“ ყინულიდან.

ბუნაგში ზამთარს მხოლოდ მაკე მდედრი დათვი ატარებს. იგი ბუნაგს თოვლის გროვაში, წყალთან ახლოს თხრის. მამრი თეთრი დათვები აქტიურობას ინარჩუნებენ მთელი წლის განმავლობაში. პატარა ბელები დეკემბერ-იანვარში იბადებიან და ბუნაგიდან, დაახლოებით, სამი თვის შემდეგ გამოდიან.

წყაროები[რედაქტირება]

  • Bruemmer, Fred (1989). World of the Polar Bear. Toronto, ON: Key Porter Books. ISBN 1-55013-107-9. 
  • Hemstock, Annie (1999). The Polar Bear. Manakato, MN: Capstone Press. ISBN 0-7368-0031-X. 
  • Lockwood, Sophie (2006). Polar Bears. Chanhassen, MN: The Child's World. ISBN 1-59296-501-6. 
  • Matthews, Downs (1993). Polar Bear. San Francisco, CA: Chronicle Books. ISBN 9780811802048. 
  • Rosing, Norbert (1996). The World of the Polar Bear. Willowdale, ON: Firefly Books Ltd.. ISBN 1-55209-068-X.